წვდომის მენიუ

შპს უსაფრთხოების სამსახური “კასკადისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 3 ივლისის № 280/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 498 / 19

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 16, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, შპს უსაფრთხოების სამსახურმა “კასკადმა” (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2005 წლის 27 აპრილის  N 5/ბ-1518  დადგენილებით; ს.კ. № 212842110) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/381-09; 28.09.09) ქ. ფოთში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში 161.325 მჰც და 166.875 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2009 წლის  3 ივლისის  № 280/13  გადაწყვეტილებით.  

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.   გაუქმებულ იქნას შპს  უსაფრთხოების სამსახური “კასკადისთვის” ქ. ფოთში  161.325 მჰც და 166.875 მჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო  კომისიის 2009 წლის  3 ივლისის  № 280/13 გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად;

2.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  უსაფრთხოების სამსახური “კასკადისთვის”  ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები