წვდომის მენიუ

შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი”-ს და შპს ”გაერთიანებული საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანია”-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N19 ლიცენზიის დროებით მფლობელობაში გადაცემის შესახებ

ნომერი: 499 / 5

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომ”-მა (11.09.2009 №6/2415-09) და წარმოუდგინა შპს ”გაერთიანებული საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანია”-სთან 2009 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით დროებით გადაპირების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N19 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების, შპს ”გაერთიანებული საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიისათვის” გადაცემას 2 (ორი) წლის ვადით. კერძოდ, წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი”, შპს ”გაერთიანებული საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანია”-ს გადასცემს, ნუმერაციის რესურსს 8-14 და ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებს, ლიცენზიით სარგებლობის პერიოდში.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N19 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-4 (რვა-ერთი-ოთხი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება კომისიის 2004 წლის 30 აპრილის №200/6 გადაწყვეტილების შესაბამისად;

2,237.15 ლარი - 2005  წლის 12 მარტამდე;

2,237.15 ლარი - 2006  წლის 12 მარტამდე;

2,237.15 ლარი - 2007  წლის 12 მარტამდე;

2,237.15 ლარი - 2008  წლის 12 მარტამდე;

2,237.15 ლარი - 2009  წლის 12 მარტამდე;

2,237.15 ლარი - 2010  წლის 12 მარტამდე;

2,237.15 ლარი - 2011  წლის 12 მარტამდე;

2,237.15 ლარი - 2012  წლის 12 მარტამდე;

2,237.15 ლარი - 2013  წლის 12 მარტამდე;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2014 წლის 12 თებერვალი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი”-ს მიერ გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 2009 წლის 12 მარტის ჩათვლით. შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი”-ს მიერ გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ოდენობა 8,948.60 ლარი (რვა ათას ცხრაას ორმოცდარვა ლარი და 60 თეთრი) უნდა იქნას გადახდილი კომისიის მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით 2013 წლის 12 მარტამდე. შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომ”-ს კომისიის წინაშე რეგულირების საფასურის დავალიანება არ გააჩნია.

კომისიაში წარმოდგენილი გადაპირების ხელშეკრულების თანახმად, შპს ”გაერთიანებული საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანია” იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაფაროს №N19 ლიცენზიის უფლებებისა და ვალდებულებებიდან გამომდინარე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, კერძოდ: 2010 წლის 12 მარტამდე - 2,237.15 ლარი და 2011 წლის 12 მარტამდე - 2,237.15 ლარი.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი წესით დროებით გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელი არის ”პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება”. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  №N19 ლიცენზიის გადაპირების შემთხვევაში, შპს  ”გაერთიანებული საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანია” ხდება ლიცენზიის მფლობელი და შესაბამისად, იგი არის პასუხისმგებელი ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შესრულებაზე ლიცენზიით სარგებლობის პერიოდში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N19 ლიცენზიის დროებით მფლობელად შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომ”-სა და შპს ”გაერთიანებული საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანია”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2 წლის ვადით უნდა განისაზღვროს შპს ”გაერთიანებული საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანია”, აღნიშნულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდა 2010 წლის 12 მარტამდე - 2,237.15 ლარი და 2011 წლის 12 მარტამდე - 2,237.15 ლარი, ხოლო შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომმა” უნდა უზრუნველყოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის 2,237.15 ლარი - 2012 წლის 12 მარტმადე და 2,237.15 ლარი - 2013 წლის 12 მარტამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა კომისიის 2004 წლის 30 აპრილის №200/6 გადაწყვეტილების შესაბამისად და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N19 ლიცენზიის დროებით მფლობელად 2 (ორი) წლის ვადით განისაზღვროს შპს ”გაერთიანებული საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანია” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსით: 8-1-4 (რვა-ერთი-ოთხი) სარგებლობა ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება კომისიის 2004 წლის 30 აპრილის №200/6 გადაწყვეტილების შესაბამისად;

2,237.15 ლარი - 2010  წლის 12 მარტამდე;

2,237.15 ლარი - 2011  წლის 12 მარტამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი”-სა და ”გაერთიანებული საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანი”-ისათვის ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

კომისიის თავჯდომარე:                                                                                                ი.ჩიქოვანი

კომისიის     წევრი:                                                                                                           კ.კვიტაიშვილი

კომისიის     წევრი:                                                                                                           ი.მოსეშვილი

კომისიის     წევრი:                                                                                                           ა.სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები