წვდომის მენიუ

შპს ”მაგისტრისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 50 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 06, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”მაგისტრმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ ს.კ. №205042130) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/14-09; 16.01.09)  ქ. თბილისის ტერიტორიებზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში (დაცვითი საქმიანობისთვის) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”მაგისტრს” ერთი წლის ვადით 407.325 მჰც და 412.425 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისის ტერიტორიებზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”მაგისტრისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”მაგისტრისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”მაგისტრისთვის”   ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრის

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრის                                                                              

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები