შპს ”აი ქეი ეფ ჯორჯია” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 24 ოქტომბრის №623/ 1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და შპს ”აი ქეი ეფ ჯორჯიას” ნუმერაციის რესურსით სარგე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 26, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას, 2009 წლის 14 სექტემბერს განცხადებით მომართა შპს ”აი ქეი ეფ ჯორჯიამ” (14.09.2009 წ. №7/359-09) კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N135 ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „აი ქეი ეფ ჯორჯია“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N135 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-5-6 (რვა-ხუთი-ექვსი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 24 ოქტომბრამდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
ვ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (70,000.00 - სამოცდათი ათასი ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
5,833.33 ლარი - 2008 წლის 24 ნოემბრამდე;
5,833.33 ლარი - 2008 წლის 24 დეკემბრამდე;
5,833.33 ლარი - 2009 წლის 24 იანვრამდე;
5,833.33 ლარი - 2009 წლის 24 თებერვლამდე
5,833.33 ლარი - 2009 წლის 24 მარტამდე;
5,833.33 ლარი - 2009 წლის 24 აპრილამდე;
5,833.33 ლარი - 2009 წლის 24 მაისამდე;
5,833.33 ლარი - 2009 წლის 24 ივნისამდე;
5,833.33 ლარი - 2009 წლის 24 ივლისამდე;
5,833.33 ლარი - 2009 წლის 24 აგვისტომდე;
5,833.33 ლარი - 2009 წლის 24 სექტემბრამდე;
5,833.37 ლარი - 2009 წლის 24 ოქტომბრამდე;
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს. ამავე დროს, კანონის მე-2 მუხლის ჰ42 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმება გულისხმობს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „აი ქეი ეფ ჯორჯიას“ წარმომადგენელი.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილია კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „აი ქეი ეფ ჯორჯიას“, საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარებლობის საფასურის დავალაინება 40,831.63 (ორმოცი ათას რვაას ოცდათერთმეტი ლარი და სამოცდასამი თეთრი), ანუ კომპანიის მიერ არ არის გადახდილი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, კომისიის 2008 წლის 24 ოქტომბრის №623/ 1 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად, 5,833.33 ლარი, 2009 წლის 24 თებერვლიდან 2009 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.
კომისიის სხდომაზე, შპს „აი ქეი ეფ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა დაადასტურა საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ზემოაღნიშნული დავალიანების არსებობის ფაქტი.
გამომდინარე იქიდან, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს, კომისია არ არის უფლებამოსილი, უარი უთხრას შპს „აი ქეი ეფ ჯორჯიას“ ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნაზე, იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელს საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „შპს ”აი ქეი ეფ ჯორჯია”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2008 წლის 24 ოქტომბრის №623/1 გადაწყვეტილება და გაუქმდეს შპს „აი ქეი ეფ ჯორჯიას“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N135 ლიცენზია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის გამო და ამავე დროს, შპს „აი ქეი ეფ ჯორჯიამ“ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების 40,831.63 (ორმოცი ათას რვაას ოცდათერთმეტი ლარი და სამოცდასამი თეთრი) დაფარვა, ხოლო 2008 წლის 24 ოქტომბრის №623/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის - 5,833.37 ლარის გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა უზრუნველყოს 2009 წლის 24 ოქტომბრამდე.
კომისია დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.
ამავე დროს, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული, შპს „აი ქეი ეფ ჯორჯიას“ მთლიანი საგადასახადო ვალდებულების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რათა ამ უკანასკნელმა აღრიცხოს შპს „აი ქეი ეფ ჯორჯია“, საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულების მქონე სუბიექტად.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ42 პუნქტის, 54-ე მუხლისა და ’საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს შპს ”აი ქეი ეფ ჯორჯიას” № N135 ლიცენზია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის გამო და ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს ”აი ქეი ეფ ჯორჯიას”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2008 წლის 24 ოქტომბრის №623/ 1 გადაწყვეტილება;
2. უზრუნველყოს შპს „აი ქეი ეფ ჯორჯიამ“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანების 40,831.63 (ორმოცი ათას რვაას ოცდათერთმეტი ლარი და სამოცდასამი თეთრი) დაუყოვნებლივ გადახდა, ხოლო ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის, 5,833.37 ლარის გადახდა 2009 წლის 24 ოქტომბრამდე საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
3. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს, აცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე შპს „აი ქეი ეფ ჯორჯიას“ მთლიანი საგადასახადო ვალდებულები 46,665.00 (ორმოცდაექვსი ათას ექვსას სამოცდახუთი) ლარის შესახებ;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აცნობოს შპს ”აი ქეი ეფ ჯორჯიას” წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „აი ქეი ეფ ჯორჯიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
