წვდომის მენიუ

შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯია“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 501 / 1

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 25 სექტემბრის  №458/8 გადაწყვეტილებით შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯია” გამოცხადდა გამარჯვებულად  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, კერძოდ, 496XXX-497XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში;

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას”, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (4,200.00 - ოთხი ათას ორასი) 30%-ს - 1,260.00 – (ათას ორას სამოცი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 400.00 (ოთხასი) ლარი ანუ 860.00 (რვაას სამოცი)  ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, 2009 წლის 25 ოქტომბრამდე  გადახდის წესი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” მიერ ერთი თვის ვადაში სრულად გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30% ანუ 860.00 (რვაას სამოცი)  ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N154 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 496XXX-497XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 9 ოქტომბრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (4,200.00 - ოთხი ათას ორასი)  დარჩენილი 70%-ის (2940.00 - ორი ათას ცხრაას ორმოცი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (2940.00 - ორი ათას ცხრაას ორმოცი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

245.00  ლარი    -   2009 წლის 9 ნოემბრამდე;

245.00  ლარი    -   2009 წლის 9 დეკემბრამდე;

245.00  ლარი    -   2010 წლის 9 იანვრამდე;

245.00  ლარი    -   2010 წლის 9 თებერვლამდე;

245.00  ლარი    -   2010 წლის 9 მარტამდე;

245.00  ლარი    -   2010 წლის 9 აპრილამდე;

245.00  ლარი    -   2010 წლის 9 მაისამდე;

245.00  ლარი    -   2010 წლის 9 ივნისამდე;

245.00  ლარი    -   2010 წლის 9 ივლისამდე;

245.00  ლარი    -   2010 წლის 9 აგვისტომდე;

245.00  ლარი    -   2010 წლის 9 სექტემბრამდე;

245.00  ლარი    -   2010 წლის 9 ოქტომბრამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3  პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ ) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                     ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                     ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები