წვდომის მენიუ

შპს „ნამიოს“, შპს „კავკასუს ონლაინის“ და შპს „კავკასიის ციფრული ქსელების“ სანქცირების შესახებ

ნომერი: 503 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.”

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (29.09.2009 N10/551-09), რომელშიც აღნიშნულია, რომ 2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამავე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ავტორიზებულ პირებს, დაევალათ  ინტერნეტის ქსელით  საბითუმო მომსახურების მიწოდების შეთავაზების (მოწვევის ოფერტის) წინადადების იმ პირობების გამოქვეყნება, რაც გათვალისწინებულია ამავე გადაწყვეტილებით. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, ავტორიზებულ პირებს 2009 წლის 23 ივლისს, წერილობით კვლავ მოეთხოვათ კომისიაში იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რაც გათვალისწინებულია კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილებაში. წერილები, N605/9 გადაწყვეტილების პირველ პუნქტში განსაზღვრულ სხვა ავტორიზებულ პირებთან ერთად, ასევე გაეგზავნათ  შპს „კავკასუს ონლაინს“ (N02/1368-09), შპს „ნამიოს“ (02/1372-09) და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ (02/1369-09).

2009 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით, კომისიაში კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილების შესაბამისად გათვალისწინებული ინფორმაცია არ წარმოუდგენიათ შემდეგ ავტორიზებულ პირებს:  შპს „ნამიო“, შპს „კავკასუს ონალინი“ და შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2009 წლის 6 ოქტომბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ზემოაღნიშნული ავტორიზებული პირების სანქცირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ ავტორიზებულ პირებს, ისინი მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად, მათ ასევე განემარტათ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა, კომისიის 2009 წლის 9 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „კავკასუს ონალინის“, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ და შპს „ნამიოს“ წარმომადგენლები.

შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიაში 2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაცია, კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა 2008 წლის 11 ნოემბერს, როდესაც კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა შპს „კავკასუს ონალინსა“ და შპს „ლუნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ქსელთან გაფართოებული ურთიერთჩართვის შესახებ და ასევე, 2009 წლის 13 ივლისს (წერილი N6/1636-09). კერძოდ, ამ დღეს კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები გაფორმებული შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „მაგთიკომს“, შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „ჯეონეთს“, შპს „კავკასუს ონალინსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, შპს „კავკასუს ონალინსა“ და შპს „თი ნეტს“, შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „ვანექსს“, შპს „კავკასუს ონალიანსა“ და შპს „ლუნეტს“, შპს „კავკასუს ონალინსა“ და შპს „ვიტელ ჯორჯიას“ შორის. ამავე დროს, ქსელის გაფართოებული ურთიერთჩართვის შესახებ მოწვევის ოფერტა შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ გამოქვეყნებულ იქნა კომპანიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში. რაც შეეხება, კომისიის  2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის მოთხოვნას, რომლის შესაბამისადაც, შპს „კავკასუს ონლაინს“ დაევალა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე დადგენილი ტარიფების,  ამ გადაწყვეტილების მესამე პუნქტით დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფებთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, ინტერნეტის ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალური ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების და გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების შეთავაზების წინადადებაში (მოწვევის ოფერტა) და კომისიაში წარმოდგენა, შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიის გადაწყვეტილების ეს მოთხოვნაც გათვალისწინებულია კომისიაში 2009 წლის 13 ივლისს წარმოდგენილ ხელშეკრულებებში. რაც შეეხება კომისიის მიერ შპს „კავკასუს ონალინისთვის“ 2009 წლის 23 ივლისს გაგზავნილ წერილს (N02/1368-09), რომლითაც კომპანიას წერილობით კვლავ მოეთხოვა კომისიაში იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რაც გათვალისწინებულია კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილებაში, კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ წერილი შპს „კავკასუს ონალინს“ არ მიუღია. კომპანიის მიერ, დამატებით კომისიაში წარმოდგენილ იქნა გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა) და წარმომადგენელმა მოითხოვა სანქცირების წარმოების შეწყვეტა, ვინაიდან საკითხის განხილვის მომენტისთვის არ არსებობს დარღვევის ფაქტი.

შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ 2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, კორექტირებული მოწვევის ოფერტა გამოქვეყნებულ იქნა კომპანიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში, თუმცა კომპანიის მიერ კომისიაში არ ყოფილა წარმოდგენილი გაფართოებული ურთიერთჩართვის მოწვევის ოფერტის დამოწმებული ასლი, რაც მოთხოვნილ იქნა კომისიის მიერ 2009 წლის 23 ივლისს (02/1369-09) შპს „კავკასიის ცირული ქსელისთვის“ გაგზავნილი წერილით.

შპს „ნამიოს“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ის არ არის წარმომადგენელი, რომელსაც მინდობილობით აქვს უფლება წარმოადგინოს კომპანიის ინტერესები, თუმცა იგი უბრალოდ ესწრება კომისიის სხდომას, რათა გაარკვიოს რა გადასცეს თავის ხელმძღვანელობას. მან ასევე დაადასტურა კომისიისგან შეტყობინების მიღების ფაქტი.   

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამავე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ავტორიზებულ პირებს, დაევალათ  ინტერნეტის ქსელით  საბითუმო მომსახურების მიწოდების შეთავაზების (მოწვევის ოფერტის) წინადადების იმ პირობების გამოქვეყნება, რაც გათვალისწინებულია ამავე გადაწყვეტილებით, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების №5 ცხრილში ჩამოთვლილ ავტორიზებულ პირებს (შპს „კავკასუს ონალიანი“, სს „გაერთიანებული ტელეკომი“) დაევალათ, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე დადგენილი ტარიფების,  ამ გადაწყვეტილების მესამე პუნქტით დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფებთან შესაბამისობაში მოყვანა და კომისიაში წარმოდგენა ანუ, შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, ინტერნეტის ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალური ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების და გაფართოვებული ურთიერთჩართვის მომსახურების შეთავაზების წინადადებაში (მოწვევის ოფერტა) და კომისიაში წარმოდგენა. ამავე დროს, კომისიის მიერ რიგ ავტორიზებულ პირებს 2009 წლის 23 ივლისს, მათ შორის, შპს „კავკასუს ონლაინს“ (N02/1368-09), შპს „ნამიოს“ (02/1372-09) და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ (02/1369-09), წერილობით კვლავ მოეთხოვათ კომისიაში 5 სამუშაო დღის ვადაში, კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული, კორექტირებული მოწვევის ოფერტების დამოწმებული ასლების კომისიაში წარმოდგენა, რაც არ განხორციელებულა.

კომისიამ, საკითხის ყოველმხრივ შესწავლისა და კომისიაში მხარეთა მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობებისა და მტკიცებულებების განხილვის შედეგად, დადასტურებულ ფაქტად სცნო შემდეგი გარემოებები:

1.    შპს „კავკასუს ონალინის“ მიერ შესრულებულია კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ინტერნეტის ქსელით  საბითუმო მომსახურების მიწოდების შეთავაზების (მოწვევის ოფერტის) წინადადების იმ პირობების გამოქვეყნება, რაც გათვალისწინებულია ამავე გადაწყვეტილებით. კომპანიის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის შესაბამისად,  გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, არ იქნა კომისიაში წარმოდგენილი  ინტერნეტის ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალური ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების და გაფართოვებული ურთიერთჩართვის მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), ხოლო უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების წარმოდგენა, ვერ ჩაითვლება მოწვევის ოფერტის წარმოდგენად, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის შესაბამისად, მოწვევის ოფერტა წარმოადგენს წინადადებას, რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი. შესაბამისად, მხარეებს შორის უკვე გაფორმებული ხელშეკრულებები, როდესაც ხელშეკრულების მონაწილე მხარეეები უკვე შეთანხმებულები არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე და გამოხატული აქვთ ხელშეკრულების გაფორმების ნება, რაც დადასტურებულია მხარეთა ხელმოწერებით, ვერ ჩაითვლება მოწვევის ოფერტად.  

ამავე დროს, კომპანიის მიერ, მიუხედავად კომისიის მოთხოვნისა, (წერილი N02/1368-09 23.07.2009), 5 სამუშაო დღის ვადაში არ იქნა წარმოდგენილი კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოწვევის კორექტირებული ოფერტების დამოწმებული ასლები. შპს „კავკასუს ონალინის“ მიერ 2009 წლის 13 ივლისს წერილობით (წერილის N6/1636-09). წარმოდგენილ იქნა კომისიაში სხვადასხვა ავტორიზებულ პირებთან გაფორმებული გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები, მაგრამ არა ოფერტა, რისი წარმოდგენაც კომპანიას ევალებოდა კომისიის 2009 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით. კომისია ასევე ვერ გაიზიარებს შპს „კავკასუს ონალინის“ არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიას არ მიუღია კომისიის მიერ 2009 წლის 23 ივლისს გაგზავნილი წერილი, ვინაიდან, კომისიის მიერ ავტორიზებულ პირებზე კორესპოდენცია იგზავნება დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით და კომისიაში დაცულია საქართველოს ფოსტიდან მიღებული შეტყობინება კორესპოდენციის ჩაბარებაზე (ქვითარი N397) რომლის შესაბამისადაც, შპს „კავკასუს ონალინს“ კომისიის 2009 წლის 23 ივლისის წერილი N6/1636-09 ჩაბარდა 2009 წლის 29 ივლისს.

2.  შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ შესრულებულ იქნა კომისიის  2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, კერძოდ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ იქნა ინტერნეტში გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), თუმცა კომპანიის მიერ, მიუხედავად კომისიის მოთხოვნისა, (წერილი N02/1369-09 23.07.2009), 5 სამუშაო დღის ვადაში არ იქნა წარმოდგენილი კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოწვევის ოფერტის დამოწმებული ასლი.

3.  შპს „ნამიოს“ მიერ დარღვეულ იქნა კომისიის კომისიის  2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, კერძოდ კომპანიის მიერ არ იქნა გამოქვეყნებული გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა) და ამავე დროს,  კომპანიის მიერ, მიუხედავად კომისიის მოთხოვნისა, (წერილი N02/1372-09 23.07.2009), 5 სამუშო დღის ვადაში არ იქნა წარმოდგენილი კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოწვევის ოფერტის დამოწმებული ასლი.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ

1. შპს „ნამიოს“ მიერ ჩადენილია, კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისიწინებული, კორექტირებული მოწვევის ოფერტის გამოუქვეყნებლობა და ამავე დროს, კომისის მიერ მოთხოვნილი (წერილი N02/1372-09 23.07.2009) ინფორმაციის, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში (5 სამუშო დღე) წარმოუდგენლობა. ზემოაღნიშნული კი წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დასრულებულ დარღვევას.

2.შპს „კავკასუს ონალინის“ მიერ ჩადენილია  კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით გათვალისიწინებული, კორექტირებული მოწვევის ოფერტის კომისიაში წარმოუდგენლობა და ამავე დროს, კომისის მიერ მოთხოვნილი (წერილი N02/1368-09 23.07.2009) ინფორმაციის, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში (5 სამუშო დღე) წარმოუდგენლობა. ზემოაღნიშნული კი წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დასრულებულ დარღვევას.

 3.შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ ჩადენილია  კომისის მიერ მოთხოვნილი (წერილი N02/1369-09 23.07.2009) ინფორმაციის, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში (5 სამუშო დღე) წარმოუდგენლობა. ზემოაღნიშნული კი წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დასრულებულ დარღვევას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ნამიოს“, შპს „კავკასუს ონლაინის“ და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ ჩადენილი ქმედებები წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ნამიო“ და შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ არიან სანქცირებულები, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული ავტორიზებული პირების მიმართ, სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 18 სექტემბრის N451/18 გადაწყვეტილებით, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ სანქციის სახით უკვე გამოყენებულია გაფრთხილება, ხოლო კომისიის 2009 წლის 2 ოქტომბრის 485/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, ჯარიმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კავკასუს ონალინის“ მიმართ სანქციის სახით, ამჯერად გამოყენებულ უნდა იქნას კვლავ ჯარიმა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა  ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის  ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ  არანაკლებ 30000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შპს „კავკასუს ონალინის“ მიერ ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენა, მის მიმართ სანქციის გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში, კერძოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიისთვის, კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობა და ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის 2009 წლის 17 ოქტომბრის 605/9 გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (07.10.2009 N10/578-09) შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტს შეადგენს 380,484.63 (სამას ოთხმოცი ათას ოთხას ოთხმოცდაოთხი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარი. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კავკასუს ონლაინს“, ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს 90,000.00 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარის გადახდა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ნამიომ“ და შპს „კავკასიის ციფრულმა ქსელმა“ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყონ კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. 

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს „ნამიოს“, კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9  გადაწყვეტილების მე-3 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა დარღვევის გამო;

2. მიეცეს გაფრთხილება შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის  დარღვევის გამო;

3. დაჯარიმდეს შპს „კავკასუს ონალინი“  90,000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარით კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

4. უზრუნველყოს შპს „კავკასუს ონლაინმა“  90,000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშო დღის ვადაში;

5. უზრუნველყონ შპს „ნამიომ“ და შპს „კავკასიის ციფრულმა ქსელმა“, დაუყოვნებლივ, კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის N605/9 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. 

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ნამიოს“, შპს „კავკასუს ონალინისა“ და შპს „კავკასიის ციფრული ქსელისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნისა და სანქციის გამოყენების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრებში შეტანის უზრუნველყოფა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის „ნამიოს“, შპს „კავკასუს ონლაინისა“ და შპს „კავკასიის ციფრული ქსელისთვის“ ჩაბარების დღიდან;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                           ი.ჩიქოვანი

                        კომისიის წევრები                                         კ.კვიტაიშვილი

                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები