წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისვის საფუძველზე, ერთი მხრივ, მომხმარებელ ე.იის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მომართ რამიშვილსა და მეორე მხრივ, შპს ”საქართველოს ტელეკომს” შორის დავის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინი

ნომერი: 504 / 23

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 15, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2009

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2009 წლის 1 ოქტომბერს მიმართა (წერილი N9/115-09) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველის სამსახური”) მოთხოვნით, ავტორიზებული პირის - შპს ”საქართველოს ტელეკომის”  მომხმარებელის (აბონენტის) ე. რამიშვილის  განცხადების საფუძველზე, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.

   საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მოთხოვნაში აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ დამცველის სამსახურს განცხადებით მიმართა შპს ”საქართველოს ტელეკომის”  მომხმარებელმა, კერძოდ მოქალაქე ე. რამიშვილმა (მცხ. ქ. თბილისი, ა.ყაზბეგის 55/7, ტელ: 390030; განცხადება 2009 17 ივლისი,  №9/72), რომელშიც იგი სადაოდ ხდის შპს ”საქართველოს ტელეკომის”  მიერ მისთვის ტელეფონის ნომერზე 390030 საერთაშორისო ზარების განხორციელებისათვის 268.42 ლარის ოდენობით დარიცხული თანხის კანონიერებას;

    მოქალაქე ე. რამიშვილი განაცხადში აღნიშნავს, რომ იგი სადაოდ ხდის შპს ,,საქართველოს ტელეკომის” მიერ მისთვის ბულგარეთისა და სიერა-ლეონეს მიმართულებით განხორციელებული ზარებისთვის თანხის დარიცხვას. შპს ”საქართველოს ტელეკომის”  წარმომადგენლის მიერ მომხმარებლისთვის მიცემული განმარტების შესაბამისად, ზარები განხორციელებულია კომპიუტერის მოდემის გამოყენებით. მომხმარებელი კატეგორიულად უარყოფს თავისი კომპიუტერის მოდემის გამოყენებით 8-10 ინდექსის საშუალებით ბულგარეთისა და სიერა-ლეონეს მიმართულებით ზარების განხორციელების ფაქტს, ვინაიდან იგი სარგებლობდა შპს ”კავკასუს ონლაინის” DSL მომსახურებით მეზობელთან ერთად და კომპანიის მოდემი განთავსებული იყო მისი მეზობლის საცხოვრებელ ბინაში. აბონენტი  ითხოვს 268.42 ლარის ოდენობით დარიცხული თანხის ჩამოწერას.

   საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, 2009 წლის 20 ივლისს, საკითხის შესწავლის მიზნით მიმართა წერილობით შპს ”საქართველოს ტელეკომს”, რომლის 2009 წლის 7 აგვისტოს საპასუხო წერილის თანახმად, ტექნიკური წუნი ან რაიმე ცდომილება მათ სადგურში  არ ფიქსირდება, რაც აძლევთ საფუძველს დაასკვნან, რომ კავშირები რეალურად განხორციელებულია სატელეფონო ნომრიდან 39-00-30 და აღნიშნული დავალიანება ექვემდებარება გადახდას. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ  აბონენტს განემარტა იმის შესახებ, რომ მსგავსი კავშირების დამყარება ხორციელდება ინტერნეტის მოდემით დაკავშირების შემთხვევაში და აბონენტს სთავაზობენ დავალიანების ეტაპობრივი დაფარვის შესაძლებლობას.   

    საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ ინტერნეტით სარგებლობისას კომპიუტერის ეკრანზე შეიძლება გაჩნდეს ფანჯარა, რომელიც შეიცავს თხოვნას დადასტურდეს ან არ დადასტურდეს კომპიუტერული პროგრამის ჩამოტვირთვა. დადასტურების შემთხვევაში მომხმარებლის კომპიუტერში იტვირთება პროგრამა, რომელიც ავტომატურად, მომხმარებლის სურვილის გარეშე, ამყარებს საერთაშორისო სატელეფონო კავშირს ისეთ ქვეყნებთან, რომლებთანაც დაკავშირება განსაკუთრებით ძვირია. მაგალითად, კუკის კუნძულებზე დაკავშირების 1 წუთის ღირებულება 14 ლარია, რის გამოც, გადასახადის ოდენობა ასობით და ზოგჯერ ათასობით ლარს აღწევს. საკმარისი გამოცდილების არმქონე მომხმარებელი ვერ აკონტროლებს ამ პროცესს და მთელი იმ დროის მანძილზე, რაც მომხმარებელი მუშაობს ინტერნეტში, ერიცხება საერთაშორისო ზარის საფასური. ე.წ. „კუკის ზარები“ არის საერთაშორისო პრობლემა, რომლის დაძლევაც შესაძლებელია ოპერატორებთან თანამშრომლობისა და  პრევენციული ღონისძიებების გატარების გზით. ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიებაა მომხმარებელთა გაფრთხილება მასმედიის საშუალებით ასეთი რისკის არსებობის თაობაზე. შპს ”საქართველოს ტელეკომი” წლების განმავლობაში არ ახდენდა მსგავსი ტიპის დავალიანებების ამოღებას. აღნიშნულთან დაკავშირებით პრევენციული ზომების მიღების მიზნით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, რამდენიმე წლის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აფრთხილებდა საზოგადოებას ინტერნეტით სარგებლობისას ასეთი საშიშროების თაობაზე.

    საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მოითხოვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში დაიწყოს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და აღნიშნულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას მხარედ მომხმარებელ ე.რამიშვილის ინტერესების დასაცავად. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი კომისიის მიერ განხილულ უნდა იქნას, რადგანაც აღნიშნული პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სხვა მომხმარებელიც.

   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 თავის  შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    დაიწყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2009 წლის 1 ოქტომბრის N9/115-09  მომართვის საფუძველზე, ერთი მხრივ, მოქალაქე ე. რამიშვილსა და მეორე მხრივ, შპს ”საქართველოს ტელეკომს”  შორის დავის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება;

2.   საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის სპეციალისტი ნ. შოვნაძე ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას მხარედ  - შპს ”საქართველოს ტელეკომის” მომხმარებელ მოქალაქე ე. რამიშვილის ინტერესების დასაცავად, ხოლო მოპასუხედ განისაზღვროს შპს ”საქართველოს ტელეკომი”;

3.  საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2009 წლის 23 ოქტომბერს, 16.00  საათზე, შემდეგ მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

6.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის  შესაბამისად.

კომისიის თავმჯდომარე                                 .ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                         .ბრიტანჩუკი

                                                                    .კვიტაიშვილი

                                                                  .სიხარულიძე              

                                                                 .მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები