წვდომის მენიუ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 505 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 16, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში კომისიას მიმართა განცხადებით (7/323-09; 25.08.09) ქ. თბილისში (დაგეგმილი IR 2010 პროექტთან დაკავშირებით) 30.0-87.5 მჰც და 336-360 მჰც დიაპაზონებში რადიოსიხშირეების მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში სიხშირეები  დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, ქ. თბილისში ერთი წლის ვადით  ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. აღირიცხოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები