წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 507 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 19, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 16, 2009

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 16 ოქტომბრის N 54 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  მე-18 და მე-19 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   გადატანილ იქნეს დღის წესრიგის პროექტის მე-3 საკითხი (სს ”ელმავალმშენებელი”-სთვის სიხშირის მინიჭების შესახებ), დამატებითი შესწავლის მიზნით, კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2.  კომისიის 2009 წლის 16 ოქტომბრის N 54 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:

ა) შპს ”ჯეოკონტაქტისთვის” სიხშირეების მინიჭების (მომხს. ს. შავგულიძე);

ბ) ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ.ყურაშვილი);

გ) სს ”გლობალ ერთისთვის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

დ) ინდმეწარმე ”ილო ლაბაძისთვის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე).

3. კომისიის 2009 წლის 16 ოქტომბრის N 54 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                        ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                           ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                           კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                           ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                           ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები