ინდ.მეწარმე „ილო ლაბაძეს“- სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 16, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 11 სექტემბრის №433/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა ინდ.მეწარმე „ილო ლაბაძე“.
ამავე გადაწყვეტილებით, ინდ.მეწარმე „ილო ლაბაძეს“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 32,678.00 (ოცდათორმეტი ათას ექვსას სამოცდათვრამეტი) 30%-ს - 9,803.4 (ცხრა ათას რვაას სამი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 3113.00 (სამი ათას ას ცამეტი) ლარი ანუ 6,690.4 (ექვსი ათას ექვსას ოთხმოცდაათი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესი.
კომისია აღნიშნავს, რომ ინდ.მეწარმე „ილო ლაბაძეს“ მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია - 6,690.4 (ექვსი ათას ექვსას ოთხმოცდაათი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა
1. მიეცეს ინდ.მეწარმე „ილო ლაბაძეს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 12672 მჰც ÷ 12868 მჰც და 12964 მჰც ÷ 13132 მჰც (ჯამური სიგანით 364);
ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ზესტაფონის, საჩხერის, ჭიათურის რაიონები და ქ.ქუთაისი;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 16 ოქტომბრამდე;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70% (22,874.6 - ოცდაორი ათას რვაას სამოცდათოთხმეტი ლარი და სამოცი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300193402;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის (22,874.6 - ოცდაორი ათას რვაას სამოცდათოთხმეტი ლარი და სამოცი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
1906.22 ლარი - 2009 წლის 4 ნოემბრამდე;
1906.22 ლარი - 2009 წლის 4 დეკემბრამდე;
1906.22 ლარი - 2010 წლის 4 იანვრამდე;
1906.22 ლარი - 2010 წლის 4 თებერვლამდე
1906.22 ლარი - 2010 წლის 4 მარტამდე;
1906.22 ლარი - 2010 წლის 4 აპრილამდე;
1906.22 ლარი - 2010 წლის 4 მაისამდე;
1906.22 ლარი - 2010 წლის 4 ივნისამდე;
1906.22 ლარი - 2010 წლის 4 ივლისამდე;
1906.22 ლარი - 2010 წლის 4 აგვისტომდე;
1906.22 ლარი - 2010 წლის 4 სექტემბრამდე;
1906.18 ლარი - 2010 წლის 4 ოქტომბრამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის ინდ.მეწარმე „ილო ლაბაძესთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
