წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 55 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 522 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის N 55 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.      კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის N 55 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);

ბ) საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგემნტებზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ბ. ბუთბაია);

2. კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის N 55 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                 ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                  ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები