“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 26, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ,,კომისია”) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი) დადგენილების პროექტის მომზადება;
3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2009 წლის 20 ნოემბერს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან დადგენილების პროექტზე დადებითი სამართლებრივი დასკვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
