”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-2 დანართით განსაზღვრულ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტებზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციუ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”), აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, 2005 წლის ივნისდან დღემდე გამოკვლეულია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის რიგი სეგმენტები, კერძოდ:
1. აბონენტის ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ბაზრის სეგმენტი (კომისიის 2005 წლის 27 დეკემბრის №808/22 გადაწყვეტილება);
2. ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების ბაზრის სეგმენტი (კომისიის 2005 წლის 27 დეკემბრის №809/22 გადაწყვეტილება);
3. სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტები (კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22, 2007 წლის 17 აპრილის N 191/9 და 2008 წლის 15 აგვისტოს N 475/9 გადაწყვეტილებები);
4. მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების ბაზრის სეგმენტები, ასევე სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ბაზრის სეგმენტი (კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N 498/9, 2007 წლის 20 ივლისის N 400/9 და 2007 წლის 03 აგვისტოს N 432/9 გადაწყვეტილებები);
5. ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ბაზრის სეგმენტები (კომისიის 2008 წლის 04 აპრილის N 189/9 და 2009 წლის 31 ივლისის N 359/9 გადაწყვეტილებები);
6. ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტები (კომისიის 2007 წლის 20 ივლისის N 400/9 და 2008 წლის 17 ოქტომბრის N 605/9 გადაწყვეტილებები).
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიაში ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია:
- კომისიის 2009 წლის 31 ივლისს №360/23 გადაწყვეტილებით ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ”;
- კომისიის 2009 წლის 31 ივლისს №420/23 გადაწყვეტილებით ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტებისა და ამავე გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ”.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის მდგომარეობით, საქართველოს ელექტრონული სატელეკომუნიკაციო ბაზარი, ყველა სეგმენტზე საკმაოდ განვითარდა. ამასთან, კომისიის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ცალკეულ სეგმენტზე განხორციელებული რეგულირების მიუხედავად, ასევე კომისიის მიერ დაურეგულირებელი ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, კომისიაში არსებული (ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი) ინფორმაციით, აშკარად იკვეთება არადროებითი ხასიათის მაღალი შესვლის დაბრკოლების არსებობა, რომელიც განპირობებულია კონკრეტული ავტორიზებული პირის ან ერთობლივად, პირთა ჯგუფის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის ფლობით და მოცემულ ეტაპზე კომისიის მხრიდან მარეგულირებელი ჩარევის გარეშე, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შესვლის დაბრკოლებების დაძლევა შეუძლებელია.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისის 2007 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-10 მულხის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბაზრის შესაბამისი სეგმენტების წინასწარი განსაზღვრის მიზნით კომისიის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის, ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების, აგრეთვე, ავტორიზებულ პირებზე ან ბოლო მომხმარებლებზე მიწოდებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების ძირითადი კლასიფიკატორი (საცალო და საბითუმო ბაზრის კლასიფიკატორი), ამავე წესების დანართი N2-ის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურენციის რეგულირების მიზნით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს ”ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტებზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე” გაერთიანებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისის 2007 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-2 დანართით განსაზღვრულ ბაზრის სეგმენტების მიხედვით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კვლევა და ანალიზი დაკავშირებულია დიდი მოცულობის სამუშაოსთან, კერძოდ ავტორიზებული პირებისგან ინფორმაციის მოგროვებასთან და გადამუშავებასთან არსებული მდგომარეობის ამსახველი საპროგნოზო მასალების ანალიზთან, ასევე მათ დაზუსტებასთან, მომსახურების სახეების განსაზღვრასთან და მათ ბაზრის შესაბამისი სეგმეტებად დაჯგუფებასთან, ბაზარის სეგმენტებზე წილების დაანგარიშებასთან და დადგენილი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის განსაზღვრასთან, მომსახურების მიმწოდებლების და მომსახურების მიმღები სუბიექტების განსაზღვრასთან, დასაკისრებელი სპეციფიკური ვალდებულებების შინაარსის და მიზანშეწონილობის განსაზღვრასთან, ავტორიზებული პირების ხარჯების განაწილების და ხარჯებზე ორიენტირებულობის, რიგ შემთხვევებში ზღვრული ტარიფების დადგენასთან. ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებით აღნიშნული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას კანონმდებლობით დასაშვები მაქსიმალური ვადები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის და ამავე კანონის 30-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 27-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილების შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისის 2007 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-2 დანართით განსაზღვრულ ბაზრის სეგმენტებზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე;
2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს სამ თვიანი ვადა;
3. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტზე მომსახურების მიმწოდებელმა ყველა ავტორიზებულმა პირებმა, არაუგვიანეს 2009 წლის 20 ნოემბრისა, წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
ა) ქსელის შესაბამის ელემენტებზე და მომსახურების სახეებზე ხარჯების განაწილების შესახებ ინფორმაცია კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად;
ბ) საცალო ტარიფების და ბოლო მომხმარებლების რაოდენობა;
გ) შემოსავლების შესახებ ინფორმაცია მომსახურების სახეების მიხედვით;
დ) აბონენტების რაოდენობა და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია სატარიფო გეგმების მიხედვით.
4. ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემები დანახარჯების შესახებ, წარმოდგენილ უნდა იქნას დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებული სახით.
5. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2009 წლის 4 დეკემბერს, 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
7.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია).
9. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
