წვდომის მენიუ

მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 526 / 8

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 26, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს,  რომ 2009 წლის 11 სექტემბრის N444/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, 1741.6 მჰც ÷ 1744.8.მჰც - 1836.6 მჰც ÷ 1839.8 მჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად.

ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიულ ზონად განისაზღვრა: საქართველო. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობად: 7,353,063.56 (შვიდი მილიონ სამას ორმოცდაცამეტი ათას სამოცდასამი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი, ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტი დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 367,653.00 (სამას სამოცდაშვიდი ათას ექვსას ორმოცდაცამეტი ლარი) ლარი;

სალიცენზიო პირობებად დადგინდა:

1. ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

2. ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში განახორციელოს არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:

რეგიონი   1: ქ.თბილისი;

რეგიონი   2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

რეგიონი   4:  ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის რაიონები;

რეგიონი   5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

რეგიონი  6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

რეგიონი   7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

რეგიონი  8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

რეგიონი   9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

რეგიონი   10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის  რაიონები;

რეგიონი 12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;

3. გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;

აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2009 წლის 23 ოქტომბრის 12:00 საათი, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად, 2009 წლის 5 ოქტომბრის 17:00  საათი.

    კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად  განაცხადი კომისიაში არც ერთ ლიცენზიის მაძიებელს არ წარმოუდგენია.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

          გადაწყვიტა:

1. ჩაშლილად გამოცხადდეს კომისიის მიერ 2009 წლის 11 სექტემბრის N444/8  გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონი, 1741.6 მჰც ÷ 1744.8.მჰც - 1836.6 მჰც ÷ 1839.8 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, მობილური საკომუნიკაციო მოსახურების განსახორციელებლად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  ლიცენზიის მისაღებად.

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

            კომისიის თავმჯდომარე                                                      ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                                            ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                კ.კვიტაიშვილი

                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                ი.მოსეშვილი                                                             

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები