მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 26, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 11 სექტემბრის N444/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 1965მჰც ÷ 1974 მჰც - 2155 ÷ 2164 მჰც (TDD – 2015მჰც ÷ 2020მჰც) სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად.
ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიულ ზონად განისაზღვრა: საქართველო. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობად 12,739,796.60 (თორმეტი მილიონ შვიდას ოცდაცხრამეტი ათას შვიდას ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და სამოცი თეთრი). ბიჯიმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტი დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 636,990.00 (ექვსას ოცდათექვსმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაათი ლარი) ლარი.
სალიცენზიო პირობებად დადგინდა:
1. ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
2. ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში განახორციელოს არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:
რეგიონი 1: ქ.თბილისი;
რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;
რეგიონი 4: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის რაიონები;
რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;
რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;
რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;
რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის რაიონები;
რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;
რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონები;
რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის რაიონები;
რეგიონი 12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;
3. გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;
აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2009 წლის 23 ოქტომბრის 13:00 საათი, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად, 2009 წლის 5 ოქტომბრის 17:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში არც ერთ ლიცენზიის მაძიებელს არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ჩაშლილად გამოცხადდეს კომისიის მიერ 2009 წლის 11 სექტემბრის N444/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონი, 1965მჰც ÷ 1974 მჰც - 2155 ÷ 2164 მჰც (TDD – 2015მჰც ÷ 2020მჰც) სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მოსახურების განსახორციელებლად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
