წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 528 / 8

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 26, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2009

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 11 სექტემბრის N446/8 გადაწყვეტილებით, გამოცხადდა აუქციონი რადიოსარელეო კავშირებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

   რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 6,674.40 (ექვსი ათას ექვსას სამოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2009 წლის 5 ოქტომბრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის  ჩატარების თარიღად -  2009 წლის 23 ოქტომბრის 15:00  საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 334.00 (სამას ოცდათოთხმეტი ლარი) ლარი.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინა მხოლოდ შპს „რეალტივი საქართველომ“, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონი გაიმართა 2009 წლის 23 ოქტომბრის  კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „რეალტივი საქართველოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი.

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს „რეალტივი საქართველოს“ წარმომადგენელმა, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა (6,674.40 ექვსი ათას ექვსას სამოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) და აუქციონის ერთი ბიჯის (334.00 სამას ოცდათოთხმეტი ლარი)  საერთო ოდენობის -  7,008.40 (შვიდი ათას რვა ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

    “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს “რეალტივი საქართველო“ რადიოსარელეო კავშირებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის მიერ 2009 წლის 11 სექტემბრის N446/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 7,008.40 (შვიდი ათას რვა ლარი და ორმოცი თეთრი);

2. უზრუნველყოს შპს ”რეალტივი საქართველომ” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 2,102.52 (ორი ათას ას ორი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 667.44 (ექვსას სამოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარი ანუ 1,435.08 (ათას ოთხას ოცდათხუთმეტი ლარი და რვა თეთრი) ლარის გადახდა 2009 წლის 23 ნოემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (4,905.88 ოთხი ათას ცხრაას ხუთი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;  

4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.  კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

8. დაევალოს კომისიის აპარატის  სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

10. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე)

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს  (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                                    კ.კვიტაიშვილი

                                                                                    ა.სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები