წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 59 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 529 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 26, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2009

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის N 59 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

                გადაწყვიტა:

1. კომისიის 2009 წლის 23 ოქტომრის N 59 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 17 ივნისის №408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში, ასევე კომისიის 2008 წლის 25 ივლისის 421/19 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ფორმებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (მომხს. გ.ბუთბაია - სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსი).

2. კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის N 59 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                        ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                           ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                           კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                           ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                           ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები