წვდომის მენიუ

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის რადიოსიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 530 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა  ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ ს.კ. № 204861970) კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული №7/403-09,12.10.09), დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული, სეისმური მონიტორინგის ცენტრის რადიოსამოდემო კავშირისთვის,  918.1მჰც სიხშირის,  0.230მჰც ზოლის  სიგანით  მინიჭების მოთხოვნით,  ქ.თბილისში გამოსაყენებლად. 

კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირე 918.1მჰც ± 0.115მჰც, გათვალისწინებულია, ქ.თბილისში  სეისმური მონაცემების უწყვეტ რეჟიმში გადაცემისთვის და გამოყენებული უნდა იქნას სეისმური მონიტორინგის ცენტრის, რადიოსამოდემო კავშირით უზრუნველყოფისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, კვლევითი მიზნებისთვის არაავტორიზებულ საქმიანობის განსახორციელებლად და არ უნდა იქნას გადაცემული  სხვა პირზე.

   ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 - ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29 -ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს სიხშირე 918.1მჰც ± 0.115მჰც,  გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 1.0 ვატისა, ქ.თბილისში სეისმური მონაცემების უწყვეტ რეჟიმში გადაცემისთვის სეისმური მონიტორინგის ცენტრის, რადიოსამოდემო კავშირით უზრუნველსაყოფად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით,  ერთი წლის ვადით;

2. აღირიცხოს   ილია ჭავჭავაძის  სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის    მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძეს);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში   ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ)   1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი  აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა   მართვის, მონიტორინგისა    და  კოორდინაციის   დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

6. გადაწყვეტილება  ძალაში შევიდეს ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული  ასლის ილია  ჭავჭავაძის  სახელმწიფო   უნივერსიტეტისთვის    ჩაბარებისთანავე.

        კომისიის თავმჯდომარე                                                                      ი.ჩიქოვანი                                             

        კომისიის    წევრი                                                                                  ს.ბრიტანჩუკი

        კომისიის    წევრი                                                                                  კ.კვიტაიშვილი

        კომისიის    წევრი                                                                                  ა.სიხარულიძე

         კომისიის    წევრი                                                                                   ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები