წვდომის მენიუ

ღსს აკკორდ ინშაატ-სანაიე-ს ფილიალისთვის (წარმომადგენლობისთვის) საქართველოში ”აკკორდ ჯორჯიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 534 / 113

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2009

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ღსს აკკორდ ინშაატ-სანაიე-ს ფილიალმა (წარმომადგენლობამ) საქართველოში ”აკკორდ ჯორჯიამ”  (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 202459295) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/387-09; 02.10.09)  ქ. გორში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია გზების მშენებლობის პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ ღსს აკკორდ ინშაატ-სანაიე-ს ფილიალის (წარმომადგენლობის) საქართველოში  ”აკკორდ ჯორჯიას” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ღსს აკკორდ ინშაატ-სანაიე-ს ფილიალს (წარმომადგენლობას) საქართველოში ”აკკორდ ჯორჯიას”  163.325 მჰც და 168.425  მჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ.გორში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს ღსს აკკორდ ინშაატ-სანაიე-ს ფილიალისთვის (წარმომადგენლობისთვის)  საქართველოში ”აკკორდ ჯორჯიასთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ღსს აკკორდ ინშაატ-სანაიე-ს ფილიალისთვის (წარმომადგენლობისთვის)  საქართველოში ”აკკორდ ჯორჯიასთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ღსს აკკორდ ინშაატ-სანაიე-ს ფილიალისთვის (წარმომადგენლობისთვის) საქართველოში ”აკკორდ ჯორჯიასთვის”   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები