შპს “სერვის ცენტრისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “სერვის ცენტრმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №200110968) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/385-09, 02.10.09) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ავტოსატრანსპორტო შემთხვევებისას დაზიანებული ავტომობილების სპეცავტოსადგომებზე გადაყვანის დროს ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”სერვის ცენტრის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “სერვის ცენტრს” 151.525 მგჰც და 157.275 მგჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს შპს “სერვის ცენტრისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “სერვის ცენტრისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “სერვის ცენტრისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
