წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 7 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 54 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 17, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2009

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 13 თებერვლის N 7 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. 2009 წლის 13 თებერვლის N 7 კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში შპს ”ფოპტნეტის” სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს.ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

ბ) შპს ”მაქსტელი”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

გ) შპს ”ურუშა”-სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

2. 2009 წლის 13 თებერვლის N 7 კომისიის სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                      ს. ბრიტანჩუკი   

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                                     ზ. ნონიკაშვილი    

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                                     კ. კვიტაიშვილი 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები