შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N151 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” (15.09.2009 №6/2454-09) და წარმოუდგინა შპს ”ახტელთან” 2009 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”ახალი ქსელები”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N151-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”ახტელი”-ისათვის ნაწილობრივ გადაცემას. კერძოდ, წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ”ახალი ქსელები”, შპს ”ახტელს” გადასცემს №N151 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის ნაწილს, 546000-დან 546899-ის ჩათვლით (სულ 900 ცხრაასი სააბონენტო ნომერი) ქ.თბილისში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელები” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N151 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი: 21XXXX, 245XXX-249XXX, 32XXXX, 33XXXX, 52XXXX, 53XXXX, 540XXX-543XXX, 545000-დან 548000-მდე, 548900-დან 548999-ის ჩათვლით 57XXXX, 58XXXX, 59XXXX, 65XXXX, 69XXXX, ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 21 აგვისტომდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალ ქსელებს” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული, რესურსის სარგებლობის საფასურის დავალიანება არ გააჩნია.
კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N151 ლიცენზიას უნდა გამოეყოს ნუმერაციის რესურსის ნაწილი 546000-დან 546899-ის ჩათვლით (სულ 900 ცხრაასი სააბონენტო ნომერი) ქ.თბილისში და მის მფლობელად უნდა განისაზღვროს შპს ”ახტელი”, შესაბამისად უნდა გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N151 ლიცენზიას გამოეყოს ნუმერაციის რესურსის ნაწილი, 546000-დან 546899-ის ჩათვლით (სულ 900 ცხრაასი სააბონენტო ნომერი) ქ.თბილისში და მის სარგებლობაზე გაიცეს ლიცენზია შპს ”ახტელის” სახელზე, ნომრით №N155.
2. შპს ”ახტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N155 ლიცენზიის მფლობელს განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი: 546000-დან 546899-ის ჩათვლით (სულ 900 ცხრაასი სააბონენტო ნომერი);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 21 აგვისტომდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
3. შპს ”ახალი ქსელების” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N151 ლიცენზიას მიენიჭოს №N156, მის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ახალი ქსელები”, ხოლო სალიცენზიო პირობებად განესაზღვროს შემდეგი:
ა) სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი: 21XXXX, 245XXX-249XXX, 32XXXX, 33XXXX, 52XXXX, 53XXXX, 540XXX-543XXX, 545XXX, 5469XX, 547XXX, 548900-დან 548999-ის ჩათვლით 57XXXX, 58XXXX, 59XXXX, 65XXXX, 69XXXX, ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 21 აგვისტომდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ახალი ქსელები”და შპს ”ახტელი”-სთვის ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავჯდომარე: ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი: ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი: კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი: ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი: ა.სიხარულიძე