შპს „სუფსა ტექნოკომი“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 26, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 18 სექტემბრის №448/8 და და N449/8 გადაწყვეტილებებით შპს ”სუფსა ტექნოკომი” გამოცხადდა გამარჯვებულად სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში, კერძოდ, 41XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ოზურგეთის რაიონში და 41XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ლანჩხუთის რაიონში;
კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით, შპს ”სუფსა ტექნოკომს”, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი თვის ვადაში გადახდის წესი თითოეული ლიცენზიისთვის. კერძოდ:
1. 41XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ოზურგეთის რაიონში - 430.00 (ოთხას ოცდაათი) ლარის გადახდა 2009 წლის 18 ოქტომბრამდე;
2. 41XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლანჩხუთის რაიონში - 430.00 (ოთხას ოცდაათი) ლარის გადახდა 2009 წლის 18 ოქტომბრამდე;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სუფსა ტექნოკომის” მიერ ერთი თვის ვადაში, თითოეული ლიცენზიისთვის, სრულად გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30% ანუ 430.00 (ოთხას ოცდაათი) ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”სუფსა ტექნოკომს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N157 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ოზურგეთის რაიონში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 41XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 23 ოქტომბრამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (2,100.00 ორი ათას ასი ლარი) დარჩენილი 70%-ის (1470.00 - ათას ოთხას სამოცდაათი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300663072;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1470.00 - ათას ოთხას სამოცდაათი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
122.50 ლარი - 2009 წლის 23 ნოემბრამდე;
122.50 ლარი - 2009 წლის 23 დეკემბრამდე;
122.50 ლარი - 2010 წლის 23 იანვრამდე;
122.50 ლარი - 2010 წლის 23 თებერვლამდე;
122.50 ლარი - 2010 წლის 23 მარტამდე;
122.50 ლარი - 2010 წლის 23 აპრილამდე;
122.50 ლარი - 2010 წლის 23 მაისამდე;
122.50 ლარი - 2010 წლის 23 ივნისამდე;
122.50 ლარი - 2010 წლის 23 ივლისამდე;
122.50 ლარი - 2010 წლის 23 აგვისტომდე;
122.50 ლარი - 2010 წლის 23 სექტემბრამდე;
122.50 ლარი - 2010 წლის 23 ოქტომბრამდე;
4. მიეცეს შპს ”სუფსა ტექნოკომს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N158 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ლაჩხუთის რაიონში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 41XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 23 ოქტომბრამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
5. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (2,100.00 ორი ათას ასი ლარი) დარჩენილი 70%-ის (1470.00 - ათას ოთხას სამოცდაათი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300663072;
6. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1470.00 - ათას ოთხას სამოცდაათი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
122.50 ლარი - 2009 წლის 23 ნოემბრამდე;
122.50 ლარი - 2009 წლის 23 დეკემბრამდე;
122.50 ლარი - 2010 წლის 23 იანვრამდე;
122.50 ლარი - 2010 წლის 23 თებერვლამდე;
122.50 ლარი - 2010 წლის 23 მარტამდე;
122.50 ლარი - 2010 წლის 23 აპრილამდე;
122.50 ლარი - 2010 წლის 23 მაისამდე;
122.50 ლარი - 2010 წლის 23 ივნისამდე;
122.50 ლარი - 2010 წლის 23 ივლისამდე;
122.50 ლარი - 2010 წლის 23 აგვისტომდე;
122.50 ლარი - 2010 წლის 23 სექტემბრამდე;
122.50 ლარი - 2010 წლის 23 ოქტომბრამდე;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-3 მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”სუფსა ტექნოკომი”-სთვის ჩაბარების დღიდან;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ ) ერთი თვის ვადაში;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
