წვდომის მენიუ

“მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N 5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თ

ნომერი: 545 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ,,კომისია”) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N 5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით;

2. დაევალოს კომისიის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია) დადგენილების პროექტის მომზადება;

3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2009 წლის 20 ნოემბერს 16 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან დადგენილების პროექტზე დადებითი სამართლებრივი დასკვნის მიღების შემდგომ;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას  (ნ.ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                             ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                            ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                            ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                            ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                            კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები