საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 17 ივნისის № 408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში, ასევე კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ფორმებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 25, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია, რაც ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტების თანახმად, ხორციელდება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ავტორიზაციისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის გზით. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზაციის დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს ქსელის ან/და მომსახურების მოკლე აღწერილობა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” №2 დანართით განისაზღვრა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების ძირითადი კლასიფიკატორი, რომელიც მოიცავს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის საბითუმო, აგრეთვე საცალო მომსახურების სახეების ჩამონათვალს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 17 ივნისის №408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმა არ შეესაბამება 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებულ, ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” №2 დანართით განსაზღვრულ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების ძირითად კლასიფიკატორს და საჭიროებს კორექტირებას, მისი ამ კლასიფიკატორთან, აგრეთვე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მეორე პუნქტის ”დ” ქვეპუნქტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი პირებისათვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ასევე, განისაზღვრა ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის პერიოდულობაც. კომისიის 2008 წლის
25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, მონაცემების კომისიისათვის პერიოდულად მიწოდების ვალდებულება წარმოიშობა მსურველი პირების მიერ კომისიაში საქმიანობის ავტორიზაციის გავლის შემდგომ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების დანართები შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებულ, ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” №2 დანართით განსაზღვრულ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების ძირითად კლასიფიკატორთან, ვინაიდან მსურველი პირების ავტორიზაცის დეკლარაციის ფორმის შინაარსი და ავტორიზებული საქმიანობის თაობაზე წარმოსადგენი სტატისტიკური ინფორმაციის ფორმატი უნდა იყოს იდენტური და ასევე უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობისა და ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიური წესების მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებების შეტანა კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილებაშიც.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილებები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 17 ივლისის №408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში და ჩამოყალბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1);
2. შევიდეს ცვლილებები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ფორმებში და ელექტრონული საკომუნიკაციო დარგის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართ №2);
3. უზრუნველყოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (დ. ჭანკოტაძე) სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის ცხრილებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო დარგის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონული ფორმების შემუშავება 2010 წლის 05 იანვრამდე;
4. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ავტორიზებული პირებისათვის, ასევე მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებების შესაბამისად ავტორიზებული პირების საქმიანობის შესახებ მონაცემთა განახლება და ახალ ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა 2010 წლის 10 მარტამდე.
5. დაევალოთ ავტორიზებულ პირებს სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმების მიხედვით ინფორმაციის წარმოდგენა კომისიაში 2010 წლის 15 თებერვლამდე.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია);
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
დამატების თარიღი: 2009-11-25 განახლების თარიღი: 2009-12-29
