წვდომის მენიუ

შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის №B24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების და ამავე ლიცენზიის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შ

ნომერი: 547 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ  2009 წლის 6 აპრილს  შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-მ კომისიას მიმართა განცხადებით (№7/119-09) კომპანიის კუთვნილი №B24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ 1999 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ზე გასცა №1195 ლიცენზია სატელევიზიო მაუწყებლობაზე, მე-4 სატელევიზიო არხზე, 10 ვტ. სიმძლავრის  გადამცემის გამოყენებით 10 წლის ვადით (22.09.2009 წლამდე) ქ.ჩხოროწყუში. ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის 2000 წლის 1 სექტემბრის №2 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-მ გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და მისი მონაცემები შეტანილ იქნა  კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2003 წლის 17 ოქტომბრის №538/2 გადაწყვეტილების საფუძველზე, მოდიფიცირდა შპს  ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის კუთვნილი №1195 ლიცენზია და სატელევიზიო გადამცემის სიმძლავრე 10 ვტ-ის ნაცვლად შეიცვალა 50 ვტ-ით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის N43/2 გადაწყვეტილებით, მოდიფიცირდა შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ს კუთვნილი  №1195 ლიცენზია კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭა №B24 (ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა. მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა მე-4 სატელევიზიო არხზე 50ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ჩხოროწყუ).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 27 მარტის №163/2 გადაწყვეტილების საფუძველზე,  მოდიფიცირდა შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ს  კუთვნილი  №B24 ლიცენზია და  მე-4 მეტრული არხის ნაცვლად, გამოეყო დეციმეტრული დიაპაზონის 47-ე სატელევიზიო არხი, 500ვტ სიმძლავრის გამოყენებით ქ. ჩხოროწყუში. ამასთანავე, შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ს სამაუწყებლო სიხშირის 50 ვტ-დან  500 ვტ-მდე გაზრდამ გამოიწვია სალიცენზიო გადასახდელის ოდენობის ზრდა 689.49 (ექვსას ოთხმოცდაცხრა და ორმოცდაცხრა) ლარით, რომელიც განისაზღვრა ”რადიოსიხშირული სპექტრითა ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, თანახმად ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა.

კომისია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში (2009 წლის 29 ივნისამდე) კომპანიის მიერ სრულად იქნა გადახდილი სალიცენზიო გადასახდელი, რაც დასტურდება კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2009 წლის 23 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათით №10/536-09.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-მ კომისიას მიმართა განცხადებით (№7/119-09) კუთვნილი №B24 ლიცენზიის ვადის გაგრძელების მოთხოვნით, ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, კერძოდ  2009 წლის 6 აპრილს.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე”. ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნას კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები  და კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადები. კერძოდ, შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-მ კომისიას 2009 წლის 6 აპრილს მიმართა განცხადებით (№7/119-09) კუთვნილი №B24 ლიცენზიის ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 25 სექტემბრის №469/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს  ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის  №B24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით. ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2009 წლის 26 ოქტომბერი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილია დოკუმენტაცია, სალიცენზიო მოსაკრებელის და სალიცენზიო გადასახდელის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის თაობაზე, რაც დასტურდება კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2009 წლის 26 ოქტომბრის №10/641-09 სამსახურებრივი ბარათით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (”სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები”) მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრითა ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შეადგინა 1,833.75 (ათას რვაასოცდაცამეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი. აღნიშნული დასტურდება დეპარტამენტის 2009 წლის 23 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათით №10/539-09.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის კუთვნილი №B24 ლიცენზია საჭიროებს მოდიფიცირებას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, ლიცენზიის სახედ ნაცვლად საეთერო მაუწყებლობისა უნდა განისაზღვროს კერძო მაუწყებლობა.

კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის განმარტებით ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებს ორი სახის სამაუწყებლო ლიცენზიას. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიას. შესაბამისად, შპს  ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ს კუთვნილი №B24 ლიცენზიით განსაზღვრული ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა, საჭიროებს მოდიფიცირებას ”მაუწყებლობის შესახებ” და ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით, რისთვისაც საჭიროა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილება ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე, არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, თუ მოდიფიცირება არ ეხება ლიცენზიის სახესა და სახეობის ცვლილებას. ამ შემთხვევაში სახეზეა არა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის სახისა და სახეობის ცვლილება, არამედ სახეზეა ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”, უკვე ძალადაკარგული საქართველოს  კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზიის სახის, დღეს მოქმედ  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან, ფორმისა და შინაარსის მიხედვით შესაბამისობაში მოყვანა, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა შეჩერდეს შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის კუთვნილი  №B24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება და დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის კუთვნილი  №B24 ლიცენზიის მოდიფიცირებასთან დაკავშირებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, გამომდინარე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის და 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის ა) ქვეპუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეჩერდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის კუთვნილი  №B24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე;

2. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის კუთვნილი  №B24 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით;

3. ზეპირი მოსმენის სხდომა ამ გადაწყვეტილების მეორე პუნქტით განსაზღვრულ საკითხზე გაიმართოს 2009 წლის 24 ნოემბერს, 16:00  სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარების შემდგომ, იმავე დღეს;

4. შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის კუთვნილი  №B24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება განახლდეს შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის კუთვნილი  №B24 ლიცენზიის მოდიფიცირებისთანავე;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) ამ გადაწყვეტილების მეორე პუნქტით განსაზღვრულ საკითხზე საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება კომისიის ვებ-გვერდზე;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-სთვის;

7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

9. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარ                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                . ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 . კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 . სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 . მოსეშვილ

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები