წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 60 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 548 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2009

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 29 ოქტომბრის N 60 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  მე-18 და მე-19 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად    

გადაწყვიტა:

1. კომისიის № 60 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხი (შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადებებთან (მოწვევის ოფერტა) დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ), მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, გადატანილ იქნეს 2009 წლის 05 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. კომისიის 2009 წლის 29 ოქტომბრის №60 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                 ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები