წვდომის მენიუ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 554 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომკომისიას მიმართა განცხადებით (№ 3/59-09, 02.10.09)  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეეები გათვალისწინებულია კატასტროფის სამსახურის ჯგუფებს შორის საგანგებო სიტუაციებში ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება  მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს408.550 მჰც, 414.375 მჰც, 414.425 მჰც, 414.450 მჰც, 419.425 მჰც, 419.575 მჰც, 419. 600 მჰც, 427.650 მჰც და 427.675 მჰც სიხშირეები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვისმინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში  (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი   

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები