წვდომის მენიუ

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ”ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 555 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ”ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საქადასახადო ინსპექციის მიერ ს. კ. №202204453)  კომისიას მიმართა განცხადებით (№ 3/58-09, 02.10.09) საქართველოს ტერიტორიზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია სხვადასხვა რაიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03-ის თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ”ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ”ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს” ერთი წლის ვადით სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.    აღირიცხოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსთვის” სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.         გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსთვის”   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები