შპს “ სტრეიტ ოილ ენდ გეს საქართველოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “სტრეიტ ოილ ენდ გეს საქართველომ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. № 205198560) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/415-09; 16.10.09) ქ.ქუთაისში და ქ. ზესტაფონში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები განსაზღვრულია გეოდეზიური კვლევების დროს თანამშრომლებს შორის ოპერატიული კავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს “სტრეიტ ოილ ენდ გეს საქართველოს” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “სტრეიტ ოილ ენდ გეს საქართველოს” 169.150 მჰც, 169.175 მჰც, 169.275 მჰც, 169.375 მჰც, 169.425 მჰც და 169.550 მჰც სიხშირეები ქ. ქუთაისში და ქ. ზესტაფონში ერთი წლის ვადით რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს შპს “სტრეიტ ოილ ენდ გეს საქართველოსთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შპს “სტრეიტ ოილ ენდ გეს საქართველოსთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “სტრეიტ ოილ ენდ გეს საქართველოსთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
