საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის № 62 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2009
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 05 ნოემბრის N 62 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-18 და მე-19 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის № 62 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხი (შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადებებთან (მოწვევის ოფერტა) დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ), მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, გადატანილ იქნეს 2009 წლის 10 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. კომისიის 2009 წლის 5 ნოემბრის N 62 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:
ა) შპს ”რეალტივი საქართველო”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე).
3. კომისიის 2009 წლის 5 ნოემბრის N 62 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა . სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
