წვდომის მენიუ

შპს „რეალტივი საქართველო“- სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 571 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2009

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №528/8 გადაწყვეტილების შესაბამისად,  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „რეალტივი საქართველო“.

ამავე გადაწყვეტილებით, შპს „რეალტივი საქართველოს“, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (7,008.40 შვიდი ათას რვა ლარი და ორმოცი თეთრი) 30%-ს - 2,102.52 (ორი ათას ას ორი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 667.44 (ექვსას სამოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარი ანუ 1,435.08 (ათას ოთხას ოცდათხუთმეტი ლარი და რვა თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რეალტივი საქართველოს“ მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია - 1,435.08 (ათას ოთხას ოცდათხუთმეტი ლარი და რვა თეთრი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით (ი.მოსეშვილმა თავი შეიკავა)

გადაწყვიტა

1. მიეცეს შპს „რეალტივი საქართველოს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F75 ლიცენზია ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:

ა.ა) 4014   მჰც ± 14 მჰც (მონაკვეთზე, ქ.თბილისი გორგასლის მე-3 შესახვევი N15 - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა);

ა.ბ) 1056 მჰც ± 14მჰც (მონაკვეთზე მთაწმინდის ანძა  - შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სათაო სადგური - ტაბახმელა);

ბ) სიმძლავრე - 5 ვატი;

გ) სადგურების რაოდენობა - 2 სადგური;

დ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70% (4,905.88 ოთხი ათას ცხრაას ხუთი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი)  გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70% (4,905.88 ოთხი ათას ცხრაას ხუთი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი)  გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

408.82 ლარი    -   2009 წლის 5 დეკემბრამდე;

408.82 ლარი    -   2010 წლის 5 იანვრამდე;

408.82 ლარი    -   2010 წლის 5 თებერვლამდე

408.82 ლარი    -   2010 წლის 5 მარტამდე;

408.82 ლარი    -   2010 წლის 5 აპრილამდე;

408.82 ლარი    -   2010 წლის 5 მაისამდე;

408.82 ლარი    -   2010 წლის 5 ივნისამდე;

408.82  ლარი    -  2010 წლის 5 ივლისამდე;

408.82 ლარი    -   2010 წლის 5 აგვისტომდე;

408.82 ლარი    -   2010 წლის 5 სექტემბრამდე;

408.82 ლარი    -   2010 წლის 5 ოქტომბრამდე;

408.86 ლარი    -   2010 წლის 5 ნოემბრამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის შპს „რეალტივი საქართველოსთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                                 ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                            კ.კვიტაიშვილი

                                                                                                            ა.სიხარულიძე

                                                                                                            ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები