საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 64 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2009
მიღების თარიღი ნოემბერი 06, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 6 ნოემბრის N 64 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-18 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2009 წლის 6 ნოემბრის N 64 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:
ა) შპს ”ახალი ქსელების” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N144 და №N127 ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარძე);
ბ) შპს ”ახალ ქსელებს” და ინდ.მეწარმე ”რომან გოგიბერიშვილს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N144, №N65 და №N127 ლიცენზიების ნაწილობრივი გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);
გ) ი/მ ”პალუშა გიორგობიანსა” და შპს ”ახალ ქსელებს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N129 ლიცენზიის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);
დ) შპს ”ბროდბანდ 4 იუ”-სა და შპს ”მობიტელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N112 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების დამტკიცების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);
2. კომისიის 2009 წლის 6 ნოემბრის N 64 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
