საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ ”აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 16, 2009
მიღების თარიღი ნოემბერი 06, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ ”აღსრულების ეროვნულმა ბიურომ” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №3/61-09, 08.10.09) ქ.თბილისში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ ”აღსრულების ეროვნული ბიუროს” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული იურიდიული პირის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ ”აღსრულების ეროვნული ბიუროს” 407.525 მჰც და 412.625 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ ”აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ ”აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ ”აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
