წვდომის მენიუ

სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 576 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 16, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 06, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალმა” (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. №201955090) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/407-09; 13.10.09) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები განსაზღვრულია ნავთობის ტრანსპორტირების დროს თანამშრომლებს შორის ოპერატიული კავშირისთვის  და  გამოყენებული იქნება მხოლოდ სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს” 159.725 მჰც, 159.800 მჰც, 164.125 მჰც და 165.150 მჰც სიხშირეები გარდაბნის, ხაშურის, ჭიათურის, ზესტაფონის და ლანჩხუთის რაიონებში  ერთი წლის ვადით რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის”   მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის    ცვლილების    სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები