შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“-ს მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 4 დეკემბრის N715/18 გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს განცხად
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (05.02.2009 N8-14/114) მიმართა სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა”, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“-ს მიერ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 4 დეკემბრის N715/18 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მოთხოვნა და შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს” დაევალა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დაშვება შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის ქ.ფოთში, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ სათანადო აპარატურის შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში, ხოლო კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N715/18 გადაწყვეტილებით შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის აღსრულების უზრუნველსაყოფად, დაევალა შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის”-თვის განმეორებით მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს განმცხადებლისთვის პასუხის გაცემა შესაბამისი აპარატურისა და ამ უკანასკნელის მიერ განსახორციელებელი ქმედებების მითითებით;
ბ) სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიერ აპარატურის შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს ამ უკანასკნელის დაშვება შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” მაგისტრალურ ქსელთან საერთაშორისო ორ მეგაბიტწამიანი პორტების უზრუნველყოფისათვის ქ. ფოთში;
სს „გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ მიერ არ სრულდება კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 4 დეკემბრის N715/18 გადაწყვეტილებები, კერძოდ, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართვის მიუხედავად (წერილი 22.01.2009 N8-14/62), სადაც კომპანია ითხოვდა კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების შესრულებას, ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ მხრიდან, ადგილი აქვს მასზე დაკისრებული ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობას და დენადი ხასიათის დარღვევას, რის გამოც განმცხადებელი ითხოვს:
შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტის“ მიმართ გამოყენებულ იქნას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სანქციები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“-ს სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. წარმოების დაწყების შესახებ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ შეტყობინებით ეცნობა - 2009 წლის 10 თებერვალს. მხარეს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლებები.
საკითხის განხილვა გაიმართა 2009 წლის 13 თებერვლის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“-სა და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლები.
კომისიის სხდომაზე, შპს „ოპტიკური ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი“-ს წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ მათ არ ჩაბარებიათ, სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს წერილი N8-14/62 22.01.2009, სადაც კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N715/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, განსაზღვრული იყო შპს „ოპტიკური ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი“-ს მიმართ, სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს მოთხოვნა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის აღსრულებასთან დაკავშირებით. კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვერ განხორციელდა კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N715/18 გადაწყვეტილების აღსრულება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 13 თებერვლის სხდომაზე შპს „ოპტიკური ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი“-ს წარმომადგენელს გადაეცა და ხელმოწერით ჩაბარდა სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს ორი განცხადება, კერძოდ სს “გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ კომისიაში შემოსული განცხადება N8-14/114 05.02.2009 საკითხის განხილვის მოთხოვნით და შპს „ოპტიკური ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი“-ს მიმართ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გაგზავნილი განცხადების N8-14/62 22.01.2009 კომისიაში გამოგზავნილი ასლი. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N715/18 გადაწყვეტილების აღსრულების ვადების ათვლა უნდა დაიწყოს კომისიის წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტსთვის“ N8-14/62 22.01.2009 განცხადების ასლის გადაცემის მომენტიდან. ამავე დროს, კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ უნდა ეცნობოს, რომ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №538/16 და 2008 წლის 4 დეკემბრის N715/18 გადაწყვეტილებების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება, ამ უკანასკნელის მიმართ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლის საფუძველზე, გამოიყენოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაუდასტურებელ ცნობად იქნას მიღებული შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტი“-ს წარმომადგენლის განცხადება იმის შესახებ, რომ მათ არ ჩაბარებიათ, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადება N8-14/62 22.01.2009;
2. კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N175/18 გადაწყვეტილების აღსრულების ვადების ათვლა დაიწყოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებისა და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტი“-სთვის სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს განცხადების (N8-14/62 22.01.2009) ასლის გადაცემისა და წერილობითი ხელმოწერით ჩაბარების დღიდან - 2009 წლის 13 თებერვლიდან;
3. ეცნობოს შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს”, რომ კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N175/18 გადაწყვეტილების დარღვევის შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებულ იქნება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება, გათვალისწინებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლით.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების სს ”გაერთიანებული ტელეკომისა“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი კ.კვიტაიშვილი
