წვდომის მენიუ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის“ ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 584 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 16, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 06, 2009

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ“ (16.10.2009 N7/418-09) ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით. როგორც წერილშია აღნიშნული, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს უძრავ ქონებსთან დაკავშირებული სხვადასხვა ტრანზაქციების რეგისტრაციას და მოქალაქეებისთვის შესაბამისი საინფორმაციო მომსახურების მიწოდების მიზნით, ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - ე.წ. ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ ნუმერაციის რესურსი 8-0-5-2 (რვა-ნული-ხუთი-ორი) საქართველოს ტერიტორიაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ნუმერაციის რესურსი  8-0-5-2 (რვა-ნული-ხუთი-ორი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2010  წლის - 6 ნოემბრამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“  არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“  არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის“  ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

                        კომისიის თავმჯდომარე                                          ი.ჩიქოვანი

                        კომისიის წევრები                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                           კ.კვიტაიშვილი          

                                                                                                            ა.სიხარულიძე

                                                                                                            ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები