წვდომის მენიუ

შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს „ახტელისთვის“ საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების განსახორციელებლად „00“-ს გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: 585 / 15

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 06, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (20.10.2009 N6/3007-09) მიმართეს შპს „ახალმა ქსელებმა“ და შპს „ახტელმა“, საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების განსახორციელებლად,  „00“-თ  სარგებლობასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 14 აგვისტოს, კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N395/18 „შპს „მაგთიკომი“-სთვის ქმედების განხორციელების დავალების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც, შპს „მაგთიკომს“ მიეცა უფლება, გამოიყენოს „00“ საერთაშორისო სატელეფონო კავშირის უზრუნველსაყოფად, ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლამდე, შემდეგი პირობებით:

ა) შპს ”მაგთიკომმა” დაუბრკოლებლივ უზრუნველყოს კომისიის მიერ გაცემული ნულით დაწყებული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების რესურსის საკუთარ ქსელში გააქტიურება, მათი მოთხოვნის შემთხვევაში და არ დაუშვას კომისიის მიერ გაცემული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის დაბრკოლებები, კერძოდ,  უზრუნველყოს საკუთარი აბონენტების დაუბრკოლებელი წვდომა ლიცენზიის მფლობელი ავტორიზებული პირებისათვის კომისიის მიერ გაცემულ  ნუმერაციის რესურსთან;

ბ) შპს ”მაგთიკომმა”, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს საკუთარი აბონენტების დაუბრკოლებელი წვდომა, არაავტორიზებული პირებისათვის კომისიის მიერ მინიჭებულ  ნუმერაციასთან.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, რომ შპს „ახალმა ქსელებმა“ და შპს „ახტელმა“ ”00”-ს გამოყენება საერთაშორისო სატელეფონო კავშირის უზრუნველსაყოფად განახორციელონ ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლამდე, იმ პირობებით, რაც გათვალისწინებულია  „შპს „მაგთიკომი“-სთვის ქმედების განხორციელების დავალების შესახებ“ კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს N395/18 გადაწყვეტილებით. კერძოდ, შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს „ახტელმა“ დაუბრკოლებლივ  უნდა უზრუნველყონ კომისიის მიერ გაცემული, ნულით დაწყებული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების რესურსის საკუთარ ქსელში გააქტიურება, მათი მოთხოვნის შემთხვევაში და არ დაუშვან კომისიის მიერ გაცემული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის დაბრკოლებები, კერძოდ უზრუნველყონ საკუთარი აბონენტების დაუბრკოლებელი წვდომა ლიცენზიის მფლობელი ავტორიზებული პირებისათვის კომისიის მიერ გაცემულ  ნუმერაციის რესურსთან. ამავე დროს, შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს „ახტელმა“ მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყონ საკუთარი აბონენტების დაუბრკოლებელი წვდომა  არაავტორიზებული პირებისათვის კომისიის მიერ მინიჭებულ  ნუმერაციასთან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.მიეცეს უფლება შპს ”ახალ ქსელებს” და შპს „ახტელს“,  ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლამდე, საერთაშორისო სატელეფონო კავშირის უზრუნველსაყოფად გამოიყენოს ”00”, შემდეგი პირობებით:

ა) შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს „ახტელმა“ დაუბრკოლებლივ უზრუნველყონ, კომისიის მიერ გაცემული ნულით დაწყებული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების რესურსის საკუთარ ქსელში გააქტიურება, მათი მოთხოვნის შემთხვევაში და არ დაუშვან კომისიის მიერ გაცემული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის დაბრკოლებები, კერძოდ,  უზრუნველყონ საკუთარი აბონენტების დაუბრკოლებელი წვდომა ლიცენზიის მფლობელი ავტორიზებული პირებისათვის კომისიის მიერ გაცემულ  ნუმერაციის რესურსთან;

ბ) შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს „ახტელმა“, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყონ საკუთარი აბონენტების დაუბრკოლებელი წვდომა, არაავტორიზებული პირებისათვის კომისიის მიერ მინიჭებულ  ნუმერაციასთან.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს „ახტელისთვის“  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                    

 ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა.სიხარულიძე

ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები