შპს ”ახალ ქსელების” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N144 და №N127 ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2009
მიღების თარიღი ნოემბერი 06, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” (22.10.2009 №6/3039-09) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N127 და № N144 ლიცენზიების მოდიფიცირებასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელები“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N144 და № N127 ლიცენზიებს შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N127 ლიცენზია:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 2XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (31,500.00 - ოცდათერთმეტი ათას ხუთასი ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
2625 ლარი - 2008 წლის 10 ნოემბრამდე;
2625 ლარი - 2008 წლის 10 დეკემბრამდე;
2625 ლარი - 2009 წლის 10 იანვრამდე;
2625 ლარი - 2009 წლის 10 თებერვლამდე;
2625 ლარი - 2009 წლის 10 მარტამდე;
2625 ლარი - 2009 წლის 10 აპრილამდე;
2625 ლარი - 2009 წლის 10 მაისამდე;
2625 ლარი - 2009 წლის 10 ივნისამდე;
2625 ლარი - 2009 წლის 10 ივლისამდე;
2625 ლარი - 2009 წლის 10 აგვისტომდე;
2625 ლარი - 2009 წლის 10 სექტემბრამდე;
2625 ლარი - 2009 წლის 10 ოქტომბრამდე;
2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N144 ლიცენზია:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 90XXX-დან 92950-მდე და 93XXX-დან 99XXX-ის ჩათვლით (სულ 9950 ცხრა ათასცხრაას ორმოცდაათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: 2009 წლის 10 ოქტომბრამდე;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის 19600.00 ლარის (ცხრამეტი ათას ექვსასი ლარი), საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
2450 ლარი - 2009 წლის 10 მარტამდე;
2450 ლარი - 2009 წლის 10 აპრილამდე;
2450 ლარი - 2009 წლის 10 მაისამდე;
2450 ლარი - 2009 წლის 10 ივნისამდე;
2450 ლარი - 2009 წლის 10 ივლისამდე;
2450 ლარი - 2009 წლის 10 აგვისტომდე;
2450 ლარი - 2009 წლის 10 სექტემბრამდე;
2450 ლარი - 2009 წლის 10 ოქტომბრამდე;
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, შპს „ახალი ქსელები“ უარს ამბობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიებიდან გამომდინარე, მის მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსის ნაწილზე კერძოდ:
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N127-დან გამომდინარე, მის მფლობელობაში არსებული რესურსიდან (ქ.ქუთაისში ნუმერაციის რესურსი 2XXXX - სულ 10,000 სააბონენტო ნომერი) 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერზე - 29XXX;
2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N144 ლიცენზიიდან გამომდინარე, მის მფლობელობაში არსებული რესურსიდან (ქ.ქუთაისი 90XXX-დან 92950-მდე და 93XXX-დან 99XXX-ის ჩათვლით სულ 9950 ცხრა ათას ცხრაას ორმოცდაათი სააბონენტო ნომერი) 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერზე - 99XXX).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ახალი ქსელების“ განცხადების საფუძველზე უნდა განხორციელდეს ამ უკანასკნელის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N127 და № N144 ლიცენზიების მოდიფიცირება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების შესაბამისად (30.10.2009 N10/669-09 და 02.11.2009 N10/678-09), შპს „ახალი ქსელების“ მიერ სრულად არის შესრულებული ის სალიცენზიო ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდასთან და რომელიც გათვალისწინებულია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N127 და № N144 ლიცენზიებით.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „ახალი ქსელების“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N127 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2008 წლის 10 ოქტომბრის N586/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 20XXX – 28XXX (სულ 9000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;“
2. მოდიფიცირდეს შპს „ახალი ქსელების“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N144 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2009 წლის 6 მარტის N112/5 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 90XXX-დან 92950-მდე და 93XXX-დან 98XXX-ის ჩათვლით (სულ 8950 ცხრა ათასცხრაას ორმოცდაათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;“
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) მოდიფიცირებული სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ახალი ქსელებისათვის” ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
