წვდომის მენიუ

შპს ”ახალ ქსელებს” და ი/მ ”რომან გოგობერიშვილს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N144, №N65 და №N127 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ

ნომერი: 589 / 5

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 06, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” (22.10.2009 №6/3037-09) და წარმოუდგინა ი/მ ”რომან გოგობერიშვილთან” 2009 წლის 22 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი გადაპირების ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”ახალი ქსელების” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N144, №N65 და №N127 ლიცენზიებიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების ნაწილობრივ ი/მ ”რომან გოგიბერიშვილისათვის” გადაცემას. კერძოდ, წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ”ახალ ქსელები” ი/მ რომან გოგობერიშვილს გადასცემს, №N144 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის ნაწილს 98XXX (სულ 1,000 სააბონენტო ნომერი) ქ.ქუთაისში, №N65 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის ნაწილს 136XX – 137XX (სულ 200 სააბონენტო ნომერი) ქ.ქუთაისში, №N127 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის ნაწილს 270XX – 277XX (სულ 800 სააბონენტო ნომერი) ქ.ქუთაისში

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალმა ქსელები” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N144 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 90XXX-დან 92950-მდე და 93XXX-98XXX (სულ 8950 რვა ათას ცხრაას ორმოცდაათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: 2009 წლის 10 ოქტომბრამდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 19,600.00 ლარის (ცხრამეტი ათას ექვსასი ლარი),  გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

ვ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი თანხის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკით:

2450 ლარი    -   2009 წლის 10 მარტამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 აპრილამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 მაისამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 ივნისამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 ივლისამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 აგვისტომდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 სექტემბრამდე;

2450 ლარი    -   2009 წლის 10 ოქტომბრამდე;     

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალმა ქსელები” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N65 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ. ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 11XXX-14XXX ;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 7 ივლისამდე;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

ე) № N65 ლიცენზიისთვის (4,410.00 ლარი) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

367.50 ლარი     -   2006 წლის 7 აგვისტომდე;

367.50 ლარი     -   2006 წლის 7 სექტემბრამდე;

367.50 ლარი     -   2006 წლის 7 ოქტომბრამდე;

367.50 ლარი     -   2006 წლის 7 ნოემბრამდე;

367.50 ლარი     -   2006 წლის 7 დეკემბრამდე;

367.50 ლარი     -   2007 წლის 7 იანვრამდე;

367.50 ლარი     -   2007 წლის 7 თებერვლამდე;

367.50 ლარი     -   2007 წლის 7 მარტამდე;

367.50 ლარი     -   2007 წლის 7 აპრილამდე;

367.50 ლარი     -   2007 წლის 7 მაისამდე;

367.50 ლარი     -   2007 წლის 7 ივნისამდე;

367.50 ლარი     -   2007 წლის 7 ივლისამდე;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალმა ქსელები” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N127 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 20XXX – 28XXX (სულ 9000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (31,500.00 - ოცდათერთმეტი ათას ხუთასი ლარი)  გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

2625 ლარი    -   2008 წლის 10 ნოემბრამდე;

2625 ლარი    -   2008 წლის 10 დეკემბრამდე;

2625 ლარი    -   2009 წლის 10 იანვრამდე;

2625 ლარი    -   2009 წლის 10 თებერვლამდე;

2625 ლარი    -   2009 წლის 10 მარტამდე;

2625 ლარი    -   2009 წლის 10 აპრილამდე;

2625 ლარი    -   2009 წლის 10 მაისამდე;

2625 ლარი    -   2009 წლის 10 ივნისამდე;

2625 ლარი    -   2009 წლის 10 ივლისამდე;

2625 ლარი    -   2009 წლის 10 აგვისტომდე;

2625 ლარი    -   2009 წლის 10 სექტემბრამდე;

2625 ლარი    -   2009 წლის 10 ოქტომბრამდე;

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2009 წლის 30 ოქტომბრის №10/669-09 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ”ახალ ქსელებს”, 2009 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით შესრულებული აქვს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N144 ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება, ანუ გადახდილი აქვს 19,600.00 - ცხრამეტი ათას ექვსასი ლარი.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2009 წლის 2 ნოემბრის №10/678-09 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ”ახალ ქსელებს” 2009 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით შესრულებული აქვს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N127 ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება, ანუ გადახდილი აქვს 31,500.00 - ოცდათერთმეტი ათას ხუთასი ლარი.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2009 წლის 2 ნოემბრის №10/678-09 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ”ახალ ქსელებს” 2009 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით შესრულებული აქვს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N65 ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება, ანუ გადახდილი აქვს 4,410.00 - ოთხი ათას ათი ლარი.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი წესით გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N144 ლიცენზიას უნდა გამოეყოს ნუმერაციის რესურსის ნაწილი 98XXX (სულ 1,000  სააბონენტო ნომერი) ქ.ქუთაისში, მფლობელად უნდა განისაზღვროს ი/მ ”რომან გოგობერიშვილი” და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N65 ლიცენზიას უნდა გამოეყოს ნუმერაციის რესურსის ნაწილი 136XX – 137XX (სულ 200 სააბონენტო ნომერი) ქ.ქუთაისში, მფლობელად განისაზღვროს ი/მ ”რომან გოგობერიშვილი” და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  №N127 ლიცენზიას უნდა გამოეყოს ნუმერაციის რესურსის ნაწილი 270XX – 277XX (სულ 800 სააბონენტო ნომერი) ქ.ქუთაისში, მფლობელად განისაზღვროს ი/მ ”რომან გოგობერიშვილი” და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N144 ლიცენზიას გამოეყოს ნუმერაციის რესურსის ნაწილი, 98XXX (სულ 1,000 სააბონენტო ნომერი) ქ.ქუთაისში და მის სარგებლობაზე გაიცეს ლიცენზია ი/მ ”რომან გოგობერიშვილის” სახელზე, ნომრით №N163.

2.  ი/მ ”რომან გოგობერიშვილის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N163 ლიცენზიას განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 98XXX (სულ 1,000  სააბონენტო ნომერი) ქ.ქუთაისში ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსით პრაქტიკული საქმიანობის დაწყება გადაპირებისთანავე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელსა” და შპს ”ახალ ქსელებს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N130 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ კომისიის 2009 წლის 6 მარტის №112/5 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით, ”ა) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 90XXX-დან 92950-მდე და 93XXX -97XXX (7950 ნომერი) ქ.ქუთაისში ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის”.

4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N65 ლიცენზიას გამოეყოს ნუმერაციის რესურსის ნაწილი, 136XX - 137XX (200 ნომერი) ქ.ქუთაისში და მის სარგებლობაზე გაიცეს ლიცენზია ი/მ რომან გოგობერიშვილის სახელზე, ნომრით №N159.

5. ი/მ ”რომან გოგობერიშვილის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N159 ლიცენზიას განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 136XX – 137XX (200 ნომერი) ქ.ქუთაისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 7 ივლისამდე;

გ) ნუმერაციის რესურსით პრაქტიკული საქმიანობის დაწყება გადაპირებისთანავე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

6. შპს ”ახალი ქსელების” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N65 ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის 2006 წლის 7 ივლისის №300/1 გადაწყვეტილების 1 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”ა) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N65 - ნუმერაციის რესურსი: 11XXX – 135XX და 138XX – 14XXX (3800 ნომერი) ქ.ქუთაისში; ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 7 ივლისამდე; ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან”.

7. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N127 ლიცენზიას გამოეყოს ნუმერაციის რესურსის ნაწილი, 270XX – 277XX (800 ნომერი) ქ.ქუთაისში და მის სარგებლობაზე გაიცეს ლიცენზია ი/მ ”რომან გოგობერიშვილის” სახელზე, ნომრით №N161.

8. ი/მ ”რომან გოგობერიშვილის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N161 ლიცენზიას განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 270XX – 277XX (800 ნომერი) ქ.ქუთაისში ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსით პრაქტიკული საქმიანობის დაწყება გადაპირებისთანავე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

9. შპს ”ახალი ქსელების” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N127 ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის 2008 წლის 10 ოქტომბრის №586/1 გადაწყვეტილების 1 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”ა) ნუმერაციის რესურსი: 20XXX – 26XXX, 278XX – 279XX და 28XXX (8200 ნომერი) ქ.ქუთაისში ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის”.

10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

11. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის ი/მ ”რომან გოგობერიშვილსა” და შპს ”ახალი ქსელებისათვის” ჩაბარების დღიდან.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავჯდომარე                                                                    ი.ჩიქოვანი

კომისიის     წევრი                                                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის     წევრი                                                                             კ.კვიტაიშვილი

კომისიის     წევრი                                                                             ი.მოსეშვილი

კომისიის     წევრი                                                                             ა.სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები