ი/მ ”პალუშა გიორგობიანსა” და შპს ”ახალ ქსელებს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N129 ლიცენზიის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2009
მიღების თარიღი ნოემბერი 06, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ი/მ ”პალუშა გიორგობიანმა” (22.10.2009 №6/3038-09) და წარმოუდგინა შპს ”ახალ ქსელებთან” 2009 წლის 22 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს ი/მ ”პალუშა გიორგობიანის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N129-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”ახალი ქსელებისათვის” გადაცემას. კერძოდ, წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, ი/მ ”პალუშა გიორგობიანი” შპს ”ახალ ქსელებს” გადასცემს №N129 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსს 7XXXX (სულ 10000 ათი ათასი სააბონენტო ნომერი) ქ.ქუთაისში.
კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ ”პალუშა გიორგობიანი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N129 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 7XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (43,000.00 -ორმოცდასამი ათასი) დარჩენილი 70%-ის (30,100.00 - ოცდაათი ათას ასი ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
2508.33 ლარი - 2008 წლის 10 ნოემბრამდე;
2508.33 ლარი - 2008 წლის 10 დეკემბრამდე;
2508.33 ლარი - 2009 წლის 10 იანვრამდე;
2508.33 ლარი - 2009 წლის 10 თებერვლამდე;
2508.33 ლარი - 2009 წლის 10 მარტამდე;
2508.33 ლარი - 2009 წლის 10 აპრილამდე;
2508.33 ლარი - 2009 წლის 10 მაისამდე;
2508.33 ლარი - 2009 წლის 10 ივნისამდე;
2508.33 ლარი - 2009 წლის 10 ივლისამდე;
2508.33 ლარი - 2009 წლის 10 აგვისტომდე;
2508.33 ლარი - 2009 წლის 10 სექტემბრამდე;
2508.37 ლარი - 2009 წლის 10 ოქტომბრამდე;
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2009 წლის 30 ოქტომბრის №10/670-09 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ი/მ ”პალუშა გიორგობიანს” 2009 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით შესრულებული აქვს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N129 ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება სრულად, ანუ გადახდილი აქვს 30,100.00 (ოცდაათი ათას ასი) ლარი.
კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი წესით გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N129 ლიცენზიის მფლობელად უნდა განისაზღვროს შპს ”ახალი ქსელები” და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N129 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ახალი ქსელები” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 7XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;
გ) ნუმერაციის რესურსით პრაქტიკული საქმიანობის დაწყება გადაპირებისთანავე;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის ი/მ ”პალუშა გიორგობიანისა” და შპს ”ახალი ქსელებისათვის” ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე