შპს „კავკასუს ონლაინსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან და თანალოკაციის ფართთან დაშვების ხელშეკრულებათა გაფორმებასთან დაკავშირებულ დ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 24, 2009
მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კავკასიუს ონლაინმა”, სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ დავის განხილვის მოთხვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის მოსამზადებელ სხდომაზე, შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ განცხადებაში წარმოდგენილი 7 მოთხოვნიდან, დატოვა მხოლოდ 5 მოთხოვნა, კერძოდ,
1. კომისიამ დაადასტუროს სს „გაერთიანებული ტელეკომის“, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება;
2. კომისიამ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ გამოიყენოს აღსრულება, უშუალო იძულების გამოყენებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად;
3. კომისიამ დაავალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უზრუნველყოს დაშვება, როგორც თანალოკაციის ფართზე, ასევე საკანალიზაციო ჭებში, დაზიანებათა აღმოფხვრისა და მომხმარებელთათვის მომსახურების აღდგენის მიზნით;
4. კომისიამ დაავალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ უმოკლეს ვადაში განახორციელოს ყველა ხელშეკრულების გაფორმება იმ მომსახურებათა უზრუნველსაყოფად, რომლითაც დღეის მდგომარეობით სარგებლობს შპს „კავკასუს ონლაინი“.
5. კომისიამ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ გამოიყენოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები;
კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის N521/16 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან და თანალოკაციის ფართთან დაშვების ხელშეკრულებათა გაფორმებასთან დაკავშირებული დავის განხილვის დღედ განისაზღვრა 2009 წლის 29 ოქტომბრის 16:00 საათი.
კომისიის 2009 წლის 29 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდნენ შპს „კავკასუს ონლაინის“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები. კომისიის სხდომაზე შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა საკითხის განხილვის გადადება იმ მიზეზით, რომ კომპანიებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებით. შპს „კავკასუს ონლაინის“ შუამდგომლობას დაეთანხმა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელიც.
კომისიამ გაიზიარა მხარეთა მიერ დაყენებული შუამდგომლობა და საკითხის განხილვა, კომისიის 2009 წლის 29 ოქტომბრის N548/17 გადაწყვეტილებით, გადაიდო 2009 წლის 5 ნოემბრის 16:00 საათზე.
კომისიის 2009 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე შპს „კავკასუს ონალინის“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს შუამდგომლობა კომისიის წინაშე და მოითხოვეს საკითხის განხილვის გადადება. კერძოდ, წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებით და მოსალაპარაკებელი დარჩა მხოლოდ დეტალები. შესაბამისად, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის 2009 წლის 5 ნოემბრის N567/17 გადაწყვეტილებით, საკითხის განხილვა გადაიდო 2009 წლის 10 ნოემბრის 16 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა კომისიას წარუდგინა სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ 2009 წლის 6 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებები:
1. შპს „კავკასუს ონლაინის“ ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელის (GELINK) სს „გაერთიანებული ტელეკომის“ კუთვნილ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებში განთავსების შესახებ“ (N09-1147);
2. ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შესახებ (N09-1148);
3. სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან და თანალოკაციის ფართთან დაშვების შესახებ (N09-1149).
კომისიის სხდომაზე შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, უარი განაცხადა სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ დავის განხილვის მოთხოვნის შესახებ განცხადებაზე (12.10.2009 N6/2831-03).
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს შპს „კავკასუს ონლაინსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან და თანალოკაციის ფართთან დაშვების ხელშეკრულებათა გაფორმებასთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოება, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ განცხადებაზე უარის თქმის გამო.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად, გადაწყვიტა
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს „კავკასუს ონლაინსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან და თანალოკაციის ფართთან დაშვების ხელშეკრულებათა გაფორმებასთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოება შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ განცხადებაზე უარის თქმის გამო.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების სს „გაერთიანებული ტელეკომისა“ და შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ გადაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
