წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 3 ივლისის № 314/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 598 / 19

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 24, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 13, 2009

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 9/48-09, 16.10.09.) მიმართა მოქალაქე ვახტანგ მუმლაძემ (მცხ. ქ. თბილისი, აბასთუმნის ქ. № 1, კორპუსი 1, ბინა 19; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის № გ 0412647)  სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად მისთვის მინიჭებული სახმობის შეცვლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 3 ივლისის № 314/7 გადაწყვეტილებით რადიომოყვარულ ვახტანგ მუმლაძეს მიენიჭა ”B” კატეგორიის რადიომოყვარულის სახმობი ნიშანი 4L1AM.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლებელია დაკმაყოფილდეს რადიომოყვარულ ვახტანგ მუმლაძის განცხადებაში აღნიშნული თხოვნა მინიჭებული სახმობი ნიშნის 4L1AM-ის შეცვლის თაობაზე და მის ნაცვლად მიენიჭოს სახმობი ნიშნი 4L6AM, რომელიც რადიომოყვარულთა მონაცემთა ბაზის შესაბამისად არავიზე არ არის მიკუთვნებული და შესაბამისად გამოყენებული.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შევიდეს ცვლილება კომისიის 2009 წლის 3 ივლისის № 314/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიენიჭოს სახმობი რადიომოყვარულ ვახტანგ მუმლაძეს სამოყვარულო რადიოსადგურის  გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით:

ნებარ-  თვის N

რადიოსადგურის მფლობელი

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

სახმობი

კატეგორია

B- 036

ვახტანგ მუმლაძე

ქ. თბილისი, აბასთუმნის ქ. № 1, კორპუსი 1

4L6AM

“B”

2.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ . თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12  კმ.) ერთი თვის ვადაში;

3.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე ვახტანგ მუმლაძისთვის ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                კ. კვიტაიშვილი

                კომისიის წევრი                                                                                                ა. სიხარულიძე

                კომისიის წევრი                                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები