წვდომის მენიუ

შპს ”აჭარის ელექტროკავშირსა” და სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N123 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ

ნომერი: 60 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”აჭარის ელექტროკავშირმა” (09.02.2009 №6/243-09) და წარმოუდგინა სს ”გაერთიანებულ ტელეკომ”-თან 2008 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით ნაწილობრივი გადაპირების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N123-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების სს ”გაერთიანებულ ტელეკომ”-ისათვის ნაწილობრივ გადაცემას. კერძოდ, წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” გადასცემს სატელეფონო (სასადგურო) ინდექსს ქ.ქობულეთში 61XXX - 62XXX (სულ ორი ათასი სააბონენტო ნომერი).

  კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N123 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი:

ქ.ბათუმი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 2XXXX, 4XXXX, 5XXXX, 7XXXX;

ქობულეთის რაიონი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 6XXXX;

ხულოს რაიონი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 7XXXX;

ქედის რაიონი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 5XXXX;

ხელვაჩაურის რაიონი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 4XXXX;

შუახევის რაიონი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 6XXXX;

ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 28 იანვრამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ პირდაპირი გადაპირების საფუძველზე №N123 ლიცენზიის უნდა გამოეყოს სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი ქ. ქობულეთში 61XXX - 62XXX  (სულ ორი ათასი სააბონენტო ნომერი) მფლობელად განისაზღვროს სს ”გაერთიანებული ტელეკომი” და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობები.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N123 ლიცენზიის გამოეყოს სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი ქ.ქობულეთში 61XXX - 62XXX (სულ ორი ათასი სააბონენტო ნომერი) მიენიჭოს №N139 და მფლობელად განისაზღვროს სს ”გაერთიანებული ტელეკომი”;

2. სს ”გაერთიანებულ ტელეკომი”-ს №N139 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ქობულეთში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 61XXX - 62XXX (სულ ორი ათასი სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 28 იანვრამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N123 ლიცენზიას მიენოჭოს №N140, მფლობელად განისაზღვროს შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი:

ქ.ბათუმი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 2XXXX, 4XXXX, 5XXXX, 7XXXX;

ქობულეთის რაიონი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 60XXX, 63XXX-69XXX;

ხულოს რაიონი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 7XXXX;

ქედის რაიონი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 5XXXX;

ხელვაჩაურის რაიონი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 4XXXX;

შუახევის რაიონი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 6XXXX;

ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 28 იანვრამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის სს ”გაერთიანებულ ტელეკომი”-სა და შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”-სთვის ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                    ს.ბრიტანჩუკი

კომისიის     წევრის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                                               ზ.ნონიკაშვილი

კომისიის     წევრის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                                               კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები