წვდომის მენიუ

შპს “საქართველო 21-ე საუკუნისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 605 / 113

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 24, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 13, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “საქართველო 21-ე საუკუნემ” (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის № 5/ბ-1426 დადგენილებით, ს.კ. № 212636986) კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/416-09, 16.10.09 და №6/3086-09, 29.10.09) ქ. ქუთაისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ტაქსებს და დისპეჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს “საქართველო 21-ე საუკუნეს”  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს “საქართველო 21-ე საუკუნეს” 163.525 მჰც და 168.875 მჰც სიხშირეები ქ. ქუთაისში ერთი წლის ვადით ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “საქართველო 21-ე საუკუნისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “საქართველო 21-ე საუკუნისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “საქართველო 21-ე საუკუნისთვის”    ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი   

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები