წვდომის მენიუ

შპს “კოლხეთი 89-ის” NB24 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 61 / 23

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2009

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 03 ნოემბერს კომისიას განცხადებით მიმართა შპს “კოლხეთი 89”-მ (№7/430-08), მისთვის №B24  ლიცნზიით მინიჭებული მე-4 მეტრული არხის დეციმეტრული არხით შეცვლის მოთხოვნით ქ. ჩხოროწყუში. კომისია აღნიშნავს, რომ შპს“კოლხეთი 89-ის” კუთვნილი ლიცენზია NB24 ითვალისწინებს (მოქმედების ვადა 17.09.2009 წ.) კერძო საერთო ტელემაუწყებლობას.

   შპს ”კოლხეთი 89-ის” ცნობით, ქ. ჩხოროწყუში, სადაც აღნიშნული კომპანია მაუწყებლობს, ბოლო დროს მკვეთრად გაუარესდა არხის ჩვენების ხარისხი, რაც გამოწვეულია მეზობელი რაიონების ტელესადგურებიდან შემოსული ძლიერი სიგნალებით, აგრეთვე ადგილობრივი სადგურის ამორტიზაციით. კომპანიის ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიქმნა სერიოზული პრობლემები რაიონის ტერიტორიის დაფარვასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,კოლხეთი-89” ითხოვს, მისთვის  ლიცენზიით მინიჭებულ მეტრულ ტალღათა დიაპაზონის მე-4 სატელევიზიო არხის შეცვლას დეციმეტრული 47-ე არხით, რადგანაც  50 ვტ არ არის საკმარისი ლიცენზიის სამოქმედო ზონის დასაფარად და ამიტომ გადამცემის არსებული სამოქმედო ზონის შენარჩუნების მიზნით, სიმძლავრე უნდა გაიზარდოს 500 ვტ-მდე.

  კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, რადიოტექნიკური სამუშაოების ჩატარების შედეგად, გაირკვა, რომ მონაცემთა ბაზაში არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსის  მიხედვით, შესაძლებელია შპს  ,,კოლხეთი-89-ის” მე-4 მეტრული არხის ნაცვლად შერჩეულ იქნას დეციმეტრული დიაპაზონის 47-ე სატელევიზიო არხი. ამასთან, 50 ვტ არ იქნება საკმარისი ლიცენზიის სამოქმედო ზონის დასაფარად, ამიტომ გადამცემის არსებული სამოქმედო ზონის შენარჩუნების მიზნით, სიმძლავრე უნდა გაიზარდოს 500 ვტ-მდე. აღნიშნულის რეალიზაციის შემთხვევაში, სახეზე იქნება  სალიცენზიო გადასახდელის ოდენობის ზრდა 689. 49 ლარის ოდენობით, რაზეც თანხმობა უნდა განაცხადოს   შპს ,,კოლხეთი 89”-ის წარმომადგენლებმა. ამავე დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად,  ლიცენზიის იმდაგვარი მოდიფიცირებისას, რომელიც ცვლის ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის” დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის საწყისი ოდენობის რომელიმე კოეფიციენტს, საჭიროა გადაანგარიშდეს აღნიშნულ კოეფიციენტებს შორის სხვაობით გამოწვეული ცვლილება სალიცენზიო გადასახდელის ოდენობაში. კონკრეტულ შემთხვევაში შპს ,,კოლხეთი 89”-თან დაკავშირებით, მოდიფიცირებით იცვლება KP კოეფიციენტი, ამავე დებულების მე-3 დანართის შესაბამისად, 0,52-დან 1.00-მდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შპს ,,კოლხეთი 89-ის” NB24 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და შესაბამისად, კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის  მიზნით.

   ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 177-ე  მუხლებისა და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “კოლხეთი-89”-ს NB24 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილების 8-ე პუნქტში  ცვლილების შეტანის მიზნით;

2. შპს “კოლხეთი 89”-ს NB24 ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხზე, ზეპირი  მოსმენა გაიმართოს 2009 წლის 13 მარტს 12:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე, მიღებულ იქნას 2009 წლის 27 მარტს  16:00 საათზე;

3. გამოქვეყნდეს ზეპირი მოსმენის შესახებ ცნობა საჯარო გაცნობისათვის ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე  (ნ.ჯანელიძე);

4. ეცნობოს შპს “კოლხეთი-89”   გადაწყვეტილების მიღების თაობაზე  (მ.აროშიძე);

5. ეს  გადაწყვეტილება ცალკე  გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს  (გ.რატიშვილი).

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის           

მოვალეობის შემსრულებელი                                          ს. ბრიტანჩუკი                                               

კომისიის წევრების მოვალეობის შემსრულებლები:        ზ. ნონიკაშვილი               

                                                                                          კ. კვიტაიშვილი                                                                                                               

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები