საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის № 69 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2009
მიღების თარიღი ნოემბერი 20, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის N 69 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1.გადატანილ იქნეს დღის წესრიგის პროექტის მე-13 საკითხი (შპს ”აია+”სა და შპს ”აისი+”-ის სანქცირების შესახებ), კომისიის 27 ნოემბრის დღის წესრიგის პროექტში მხარეთა გამოუცხადებლობის გამო;
2. კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის N 69 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 9 (ცხრა) საკითხი:
ა) სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
ბ) შპს ”საქტელკომპლუსთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე შპს ”ჯეოსელისთვის” თანხმობის მიცემის თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი);
გ) შპს ”მაკროკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე შპს ”ჯეოსელი”-სთვის თანხმობის მიცემის თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი);
დ) შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე შპს ”ჯეოსელისთვის” თანხმობის მიცემის თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი);
ე) შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე შპს ”ჯეოსელი”-სთვის თანხმობის მიცემის თაობაზე (მომხს. კ.ყურაშვილი);
ვ) შპს ”მაქსტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე შპს ”ჯეოსელი”-სთვის თანხმობის მიცემის თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი);
ზ) ”შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის” და შპს ”გაერთიანებულ საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიას” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N19 ლიცენზიის დროებით მფლობელობაში გადაცემის შესახებ” კომისიის 2009 წლის 9 ოქტომბრის №499/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
თ) ფიზიკური პირი ვალერი როსნსა და შპს ”ტელმაქსს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N152 ლიცენზიის გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);
ი) ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი);
3. კომისიის 2009 20 ნოემბრის N 69 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა . სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
