„შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი”-ს და შპს ”გაერთიანებულ საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანია”-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N19 ლიცენზიის დროებით მფლობელობაში გადაცემის შესახებ“ კომისიის 2009 წლის 9 ოქტომბრის N499/5 გადაწყვეტილ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2009
მიღების თარიღი ნოემბერი 20, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 2 ნოემბერს კომისიას განცხადებით მიმართა შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომმა“ (02.11.2009 N6/3121-09) „შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი”-ს და შპს ”გაერთიანებული საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანია”-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N19 ლიცენზიის დროებით მფლობელობაში გადაცემის შესახებ“ კომისიის 2009 წლის 9 ოქტომბრის №499/5 გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიას განცხადებით მიმართა შპს „გაერთიანებული საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიამ“, მათ შორის 2009 წლის 11 სექტემბერს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შემდგომი გამოსყიდვის უფლებით გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოთხოვნილია, რომ შპს „კეთილი ნების კომუნიკაციებმა - გუდვილკომმა“ ერთპიროვნულად მიიღოს ზომები, რათა გაუქმდეს კომისიის 2009 წლის 9 ოქტომბრის N499/5 გადაწყვეტილება.
კომისიაში, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების - გუდვილკომის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებას თანდართული აქვს შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიის“ წერილი (N30.10.09 N006) და 2009 წლის 30 ოქტომბერს შპს „კეთილი ნების კომუნიკაციებს-გუდვილკომსა“ და შპს „გაერთიანებულ საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიას“ შორის გაფორმებული შეთანხმება, მხარეებს შორის, 2009 წლის 11 სექტემბერს, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შემდგომი გამოსყიდვის უფლებით გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეები თანხმდებიან ბათილად იქნას ცნობილი ზემოაღნიშნული ხელშეკრულება, იმის გამო, რომ შპს „გაერთიანებული საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანია“ ვერ უზრუნველყოფს იმ პირობების შესრულებას, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულების მე-7 მუხლით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 9 ოქტომბერს კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N499/5 „შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი”-ს და შპს ”გაერთიანებული საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანია”-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N19 ლიცენზიის დროებით მფლობელობაში გადაცემის შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა კომისიაში შემოტანილი, შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის” განცხადება და შპს ”გაერთიანებული საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანია”-სთან 2009 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით დროებით გადაპირების შესახებ (11.09.2009 №6/2415-09). კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად შესწავლილ იქნა ხელშეკრულების პირობები და გამოირკვა, რომ ლიცენზიის პირდაპირი წესით დროებით გადაპირება არ ეწინააღმდეგებოდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით, შპს „გაერთიანებულ საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიას“ განესაზღვრა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN19 ლიცენზიიდან გამომდინარე, ამოწურვადი რესურსით საგრებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება, კომისიის კომისიის 2004 წლის 30 აპრილის №200/6 გადაწყვეტილების შესაბამისად: 2,237.15 ლარი - 2010 წლის 12 მარტამდე; 2,237.15 ლარი - 2011 წლის 12 მარტამდე;
კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალა სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა; სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა და ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი შეიძლება ძლადაკარგულად იქნას ცნობილი, თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, შესაძლებელია განისაზღვროს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება.
გამომდინარე იქიდან, რომ არსებობოს ახლად გამოვლენილი გარემოება, კერძოდ შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომსა“ და შპს „გაერთიანებულ საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიას“ შორის 2009 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი კომპანიებს შორის 2009 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით დროებით გადაპირების შესახებ, რაც თავის მხრივ გახდა კომისიის 2009 წლის 9 ოქტომბრის N499/5 გადაწყვეტილების მიღების საფუძველი და აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობა გამორიცხავს შპს „გაერთიანებულ საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიის“ მიერ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, კომისიას მიაჩნია, რომ ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს კომისიის 2009 წლის 9 ოქტომბრის N499/5 გადაწყვეტილება „შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი”-ს და შპს ”გაერთიანებული საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანია”-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N19 ლიცენზიის დროებით მფლობელობაში გადაცემის შესახებ“, გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის მიღების შედეგად წარმოშობილი სამართლებრივი შედეგებიც.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის გ) და ე) ქვეპუნქტისა და მე-6 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2009 წლის 9 ოქტომბრის N499/5 გადაწყვეტილება „შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი”-ს და შპს ”გაერთიანებული საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანია”-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N19 ლიცენზიის დროებით მფლობელობაში გადაცემის შესახებ“ მიღების მომენტიდან - 2009 წლის 9 ოქტომბრიდან;
2. გაუქმდეს კომისიის მიერ შპს „გაერთიანებული საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიაზე“ გაცემული სალიცენზიო მოწმობა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ ) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის „შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომისა” და შპს ”გაერთიანებული საკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიისთვის” ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
