ფიზიკურ პირ ვალერი როსნასა და შპს ”ტელმაქს”-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N152 ლიცენზიის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2010
მიღების თარიღი ნოემბერი 20, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა მოქალაქე ვალერი როსნამ (დაბადებული 1963 წლის 19 მარტს ვალგევენე, ბელორუსია. პასპორტი № KB0082110, პირადი ნომერი № 36303190271 მოწმობის გამცემი ორგანო კმა 17/12/2008, მცხოვრები ლესიკუ ტეე 9-25 ტალინი 11912 ესტონეთი) (23.09.2009 №9/43-09) და წარმოუდგინა შპს ”ტელმაქს”-სთან 2009 წლის 2 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირ ვალერი როსნასა და შპს ”ტელმაქსს” შორის 2009 წლის 2 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ ითვალისწინებს ფიზიკური პირი ვალერი როსნას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N152-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”ტელმაქს”-ისათვის სრულად გადაცემას. კერძოდ, წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, ფიზიკური პირი ვალერი როსნა, შპს ”ტელმაქს”-ს გადასცემს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N152 ლიცენზიდან გამომდინარე, ნუმერაციის რესურსს 8-7-2 (რვა-შვიდი-ორი), სრულად ყველა სალიცენზიო ვალდებულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირი ვალერი როსნა ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N152 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-2 (რვა-შვიდი-ორი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 22 ივნისი;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
ვ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის (53,292.03 ორმოცდაცამეტი ათას ორას ოთხმოცდათორმეტი ლარი და სამი თეთრი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
4441.00 ლარი - 2009 წლის 22 ივლისამდე;
4441.00 ლარი - 2009 წლის 22 აგვისტომდე;
4441.00 ლარი - 2009 წლის 22 სექტემბრამდე;
4441.00 ლარი - 2009 წლის 22 ოქტომბრამდე;
4441.00 ლარი - 2009 წლის 22 ნოემბრამდე;
4441.00 ლარი - 2009 წლის 22 დეკემბრამდე;
4441.00 ლარი - 2010 წლის 22 იანვრამდე;
4441.00 ლარი - 2010 წლის 22 თებერვლამდე
4441.00 ლარი - 2010 წლის 22 მარტამდე;
4441.00 ლარი - 2010 წლის 22 აპრილამდე;
4441.00 ლარი - 2010 წლის 22 მაისამდე;
4441.00 ლარი - 2010 წლის 22 ივნისამდე;
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2009 წლის 12 ოქტომბრის №10/591-09 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, არ დასტურდებოდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N152 ლიცენზიიდან გამომდინარე, ფიზიკური პირი ვალერი როსნას მიერ, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 4441.00 ლარის 2009 წლის 22 სექტემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ 2009 წლის 15 ოქტომბერს წერილით (№02/2405-09) მოსთხოვა ფიზიკურ პირ ვალერი როსნას, ზემოაღნიშნული თანხის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა.
შესაბამისად, კომისიაში ფიზიკურ პირ ვალერი როსნას მიერ წარმოდგენილ განცხადებასთან (23.09.2009 №9/43-09) დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება შეჩერდა, გამომდინარე „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 83-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 18 ნოემბერს კომისიაში წარმოდგენილი იქნა ფიზიკურ პირ ვალერი როსნას წარმომადგენლის დავით გელაშვილის წერილი და თანდართული საქართველოს ფინანსათა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2009 წლის 12 ნოემბრის წერილი №18-04-16/1665/8204 გადახდის დამდასტურებელი ამონაწერებით, საიდანაც ირკვევა რომ ფიზიკურ პირ ვალერი როსნას მიერ 2009 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, კომისიის 2009 წლის 22 ივნისის №269/1 გადაწყვეტილებით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.
შესაბამისად, 2009 წლის 18 ნოემბერს კომისიაში ფიზიკურ პირ ვალერი როსნას წარმომადგენლის დავით გელაშვილის წერილისა და თანდართული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის შემდეგ განახლდა ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში ფიზიკურ პირ ვალერი როსნას მიერ წარმოდგენილ განცხადებასთან (23.09.2009 №9/43-09) დაკავშირებით.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2009 წლის 30 ოქტომბრის №10/708-09 სამსახურებრივი ბარათისა და ფიზიკურ პირ ვალერი როსნას წარმომადგენლის დავით გელაშვილის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, დასტურდება ფიზიკურ პირ ვალერი როსნას მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2009 წლის 12 ნოემბრის №18-04-16/1665/8204 წერილზე თანდართული გადახდის დამადასატურებელი ამონაწერების იდენტურობა.
კომისიაში წარმოდგენილი გადაპირების ხელშეკრულების თანახმად, შპს ”ტელმაქსი” იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N152 ლიცენზიიდან გამომდინარე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის დარჩენილი საფასურის გადახდა, კომისიის 2009 წლის 22 ივნისის №269/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, კერძოდ:
4441.00 ლარი - 2009 წლის 22 ნოემბრამდე;
4441.00 ლარი - 2008 წლის 22 დეკემბრამდე;
4441.00 ლარი - 2010 წლის 22 იანვრამდე;
4441.00 ლარი - 2010 წლის 22 თებერვლამდე
4441.00 ლარი - 2010 წლის 22 მარტამდე;
4441.00 ლარი - 2010 წლის 22 აპრილამდე;
4441.00 ლარი - 2010 წლის 22 მაისამდე;
4441.00 ლარი - 2010 წლის 22 ივნისამდე;
კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი წესით გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N152 ლიცენზიის მფლობელად უნდა განისაზღვროს შპს ”ტელმაქსი” და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პ) პუნქტის, 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N152 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ტელმაქსი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-2 (რვა-შვიდი-ორი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 22 ივნისი;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება 2010 წლის 22 ივნისამდე;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
ვ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
4441.00 ლარი - 2009 წლის 22 ნოემბრამდე;
4441.00 ლარი - 2009 წლის 22 დეკემბრამდე;
4441.00 ლარი - 2010 წლის 22 იანვრამდე;
4441.00 ლარი - 2010 წლის 22 თებერვლამდე
4441.00 ლარი - 2010 წლის 22 მარტამდე;
4441.00 ლარი - 2010 წლის 22 აპრილამდე;
4441.00 ლარი - 2010 წლის 22 მაისამდე;
4441.00 ლარი - 2010 წლის 22 ივნისამდე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის ფიზიკურ პირ ვალერი როსნასა და შპს ”ტელმაქსისათვის” ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
კომისიის თავჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი: ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი: კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი: ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი: ა.სიხარულიძე