შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის №B24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2009
მიღების თარიღი ნოემბერი 24, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 6 აპრილს შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-მ კომისიას მიმართა განცხადებით (№7/119-09) კომპანიის კუთვნილი №B24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ 1999 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ზე გასცა №1195 ლიცენზია სატელევიზიო მაუწყებლობაზე, მე-4 სატელევიზიო არხზე, 10 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით 10 წლის ვადით (22.09.2009 წლამდე) ქ.ჩხოროწყუში. ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის 2000 წლის 1 სექტემბრის №2 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-მ გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და მისი მონაცემები შეტანილ იქნა კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2003 წლის 17 ოქტომბრის №538/2 გადაწყვეტილების საფუძველზე, მოდიფიცირდა შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის კუთვნილი №1195 ლიცენზია და სატელევიზიო გადამცემის სიმძლავრე 10 ვტ-ის ნაცვლად შეიცვალა 50 ვტ-ით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის N43/2 გადაწყვეტილებით, მოდიფიცირდა შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ს კუთვნილი №1195 ლიცენზია კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭა №B24 (ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა. მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა მე-4 სატელევიზიო არხზე 50ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ჩხოროწყუ).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 27 მარტის №163/2 გადაწყვეტილების საფუძველზე, მოდიფიცირდა შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ს კუთვნილი №B24 ლიცენზია და მე-4 მეტრული არხის ნაცვლად, გამოეყო დეციმეტრული დიაპაზონის 47-ე სატელევიზიო არხი, 500ვტ სიმძლავრის გამოყენებით ქ. ჩხოროწყუში. ამასთანავე, შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ს სამაუწყებლო სიხშირის 50 ვტ-დან 500 ვტ-მდე გაზრდამ გამოიწვია სალიცენზიო გადასახდელის ოდენობის ზრდა 689.49 (ექვსას ოთხმოცდაცხრა და ორმოცდაცხრა) ლარით, რომელიც განისაზღვრა ”რადიოსიხშირული სპექტრითა ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, თანახმად ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა.
კომისია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში (2009 წლის 29 ივნისამდე) კომპანიის მიერ სრულად იქნა გადახდილი სალიცენზიო გადასახდელი, რაც დასტურდება კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2009 წლის 23 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათით №10/536-09.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-მ კომისიას მიმართა განცხადებით (№7/119-09) კუთვნილი №B24 ლიცენზიის ვადის გაგრძელების მოთხოვნით, ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, კერძოდ 2009 წლის 6 აპრილს.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე”. ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნას კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები და კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადები. კერძოდ, შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-მ კომისიას 2009 წლის 6 აპრილს მიმართა განცხადებით (№7/119-09) კუთვნილი №B24 ლიცენზიის ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 25 სექტემბრის №469/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის №B24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით. ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2009 წლის 26 ოქტომბერი.
კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (”სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები”) მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრითა ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შეადგინა 1,833.75 (ათას რვაასოცდაცამეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი. აღნიშნული დასტურდება დეპარტამენტის 2009 წლის 23 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათით №10/539-09.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილია დოკუმენტაცია, სალიცენზიო მოსაკრებელის და სალიცენზიო გადასახდელის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის თაობაზე, რაც დასტურდება კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2009 წლის 26 ოქტომბრის №10/641-09 სამსახურებრივი ბარათით.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის კუთვნილი №B24 ლიცენზია საჭიროებს მოდიფიცირებას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, ლიცენზიის სახედ ნაცვლად საეთერო მაუწყებლობისა, უნდა განისაზღვროს კერძო მაუწყებლობა.
კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის განმარტებით ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებს ორი სახის სამაუწყებლო ლიცენზიას. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიას. შესაბამისად, შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ს კუთვნილი №B24 ლიცენზიით განსაზღვრული ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა, საჭიროებს მოდიფიცირებას ”მაუწყებლობის შესახებ” და ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით, რისთვისაც საჭიროა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2009 წლის 26 ოქტომბრის №547/22 გადაწყვეტილებით შეჩერდა შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის №B24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და ამავე ლიცენზიის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისათვის, კომისიაში, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, განისაზღვრა 2009 წლის 24 ნოემბერი.
კომისიის 2009 წლის 24 ნოემბრის №635/22 გადაწყვეტილების საფუძველზე, მოდიფიცირებულ იქნა შპს ,,კოლხეთი 89”-ის კუთვნილი №B24 ლიცენზია და ამავე გადაწყვეტილებით განახლდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის №B24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ აღარ არსებობს შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი და ლიცენზიაც ფორმითა და შინაარსით შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ”დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, 38-ე მუხლის და 39-ე მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ს №B24 კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა ავტომატურად 2019 წლის 17 სექტემბრამდე;
ა) ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების ზონა:
ტელემაუწყებლობა 47-ე დეციმეტრულ არხზე 500ვტ სიმძლავრის გამოყენებით, ქ. ჩხოროწყუ.”
2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ) კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ე) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები;
ვ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოახდინოს პროგრამების, მათ შორის, ფილმების კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით;
ზ) არ გაავრცელოს ისეთი პროგრამები, რომელსაც შეუძლია ტექნიკური აუდიო ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად გადასცეს ინფორმაცია ან მსმენელის ან მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედებით გავლენა მოახდინოს მათ აზრებზე ისე, რომ მათ ნაწილობრივ ან სრულად არ ჰქონდეთ გაცნობიერებული ეს გავლენა;
თ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;
ი) მაუწყებლობა განახორციელოს დღე-ღამის განმავლობაში არანაკლებ 24 საათი;
კ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ლ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი;
მ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ნ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზირებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში არის ასახული;
ო) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
პ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;
ჟ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;
3. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. აროშიძე);
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (გ. რატიშვილი);
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-სთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით და გადაწყვეტილების ელექტრონული ვერსიის კომისიის ვებ-გვერდზე განთავსება(ნ.ჯანელიძე);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი მიღებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსს (გ. რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძ
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
